პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ციხის დატოვების შემდეგ მურთაზ ზოდელავამ თქვა, რომ "არანაირი პოლიტიკური გეგმები არ აქვს"

N12 პენიტენციური დაწესებულებიდან საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ პოლიტიკური გეგმები აღარ აქვს. მისი თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებზე და ათეულობით ადამიანის ციხეში აღმოჩენაზე პასუხისმგებლობას ახლაც გრძნობს.

ციხის დატოვების შემდეგ მურთაზ ზოდელავამ თქვა, რომ "არანაირი პოლიტიკური გეგმები არ აქვს"
TV პირველი

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავს".

"პოლიტიკური გეგმები არ მაქვს" - განაცხადა მან "პირველების" კითხვის საპასუხოდ.

რაც შეეხება 4 ოქტომბრის მოვლენებს, როგორც ზოდელავამ განაცხადა, ამ თემაზე ციხის კარებთან დეტალურად ვერ ისაუბრებს:

ზოგადად, ბევრი შეკითხვა დაგროვდა. ყველა შეკითხვას პასუხს ვერ გავცემ. ზოგიერთი თემა ხელოვნურადაა. ჩვენს საზოგადოებაში შეთქმულების თეორიების მოყვარულთა რიცხვი ყოველთვის ბევრი იყო, ამიტომ ზოგიერთი შეკითხვაა, რომელსაც პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება იმას, რა მოხდა 4 ოქტომბერს, ის რაც ყველამ ნახა. ყველა შეკითხვას აქ, ციხის კარებთან ვერ ვუპასუხებ. ზოგიერთ შეკითხვას საერთოდ ვერ ვუპასუხებ, იმიტომ, რომ უამრავი შეთქმულების თეორია დახვავდა ერთიმეორეზე, გარემოებების გათვალისწინებით, ზოგიერთი ობიექტური, ზოგიერთი სუბიექტური, ამიტომ რაღაც პერიოდის მერე მომიწევს განმარტებების გაკეთება. ახლა ამ მომენტში ყველა შეკითხვას ნამდვილად ვერ ვუპასუხებ“,- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

მისი თქმით, ერთი წლის წინ მომხდარზე საკუთარ პასუხისმგებლობას არ გაურბის:

"არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და ამის შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება, ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ"- უთხრა მან მედიას.

თითქმის ყველა სხდომაზე მე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულ სხვა ადამიანებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტით, რაც მოხდა კიდეც, საბედნიეროდ. მიმაჩნია, რომ ახლაც მაქვს პასუხისმგებლობა. არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და ამის შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება, ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ. ამიტომაც მოვუწოდებდი მათ [4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს] ყოველთვის ყოველ ჯერზე, როცა ამის საშუალება მქონდა. ეს იყო ძირითადად, სასამართლო დარბაზში და მიხარია, რომ უმრავლესობა მათგანმა ამ შესაძლებლობით ისარგებლა" - დასძინა მან.

საპატიმრო დატოვა „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ კიდევ ერთმა წევრმა, ლაშა ბერიძემაც.

საპროცესო შეთანხმება მათთან ერთად კიდევ ორ მსაჯავრდებულს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას გაუფორმდა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ოთხივე მსჯავრდებულს 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადეს, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.

მსჯავრდებულებიდან ირაკლი ჩხვირკია პენიტენციურ დაწესებულებას 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს დატოვებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციური"არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს" - მურთაზ ზოდელავამ ციხე დატოვა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმურთაზ ზოდელავა - არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს - ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ
  3. პირველი არხისამთავრობომურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ქვეყნიდან არსად წასვლას არ აპირებს, თუმცა საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავს
  4. რუსთავი 2სამთავრობოთითქმის ყოველ სხდომაზე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმებით. ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ - მურთაზ ზოდელავა
  5. POSTVსამთავრობომურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა: “ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და არანაირად არ უკავშირდება ეს საპროცესო შეთანხმებას“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და ამის შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება, ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"მე მოვინანიე ჩემი ჩადენილი დანაშაული. ციხიდან გამოშვების საფუძველი არის აღიარება და მონანიება" - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ლაშა ბერიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები