პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ქვეყნიდან არსად წასვლას არ აპირებს, თუმცა საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავს

თბილისის საქალაქო სასამართლო

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმებით ციხე დატოვა და განაცხადა, რომ ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს, თუმცა საკუთარ თავს პოლიტიკაში ვეღარ ხედავს.

მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ქვეყნიდან არსად წასვლას არ აპირებს, თუმცა საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავს
პირველი არხი

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.

როგორც მურთაზ ზოდელავამ ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნიდან არსად წასვლას არ აპირებს, თუმცა საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავს.

მურთაზ ზოდელავამ ყველა იმ ადამიანს, ვინც სასჯელს ამავე საქმეზე იხდის, თავისუფლება უსურვა.

„4 ოქტომბერზე პასუხისმგებლობა ავიღე და სასჯელიც მოვიხადე. ბევრი შეკითხვა დაგროვდა, ყველა შეკითხვას ფიზიკურად ვერ გავცემ პასუხს, რადგან ჩვენს საზოგადოებაში შეთქმულების თეორიების მოყვარულთა რიცხვი ყოველთვის ბევრი იყო. თითქმის ყველა სხდომაზე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულ ადამიანებს, ესარგებლათ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტით, რაც მოხდა კიდევაც. არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება, ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ. ამიტომაც მოვუწოდებდი და მიხარია, მათი უმრავლესობა ამ შესაძლებლობით ისარგებლა. არ მაქვს არანაირი პოლიტიკური გეგმები ბევრი მიზეზის გამო. ციხეში შემისრულდა 50 წელი, ბავშვიც აღარ ვარ, ადამიანში გადაფასებები ხდება და ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და ეს არ უკავშირდება საპროცესო შეთანხმებას. საქართველოს მოქალაქე ვარ, არსად წასვლას არ ვაპირებ, ვარ ჩემი ერის ბუნებრივი ნაწილი, მაგრამ პოლიტიკაში თავს ვერ ვხედავ. როდესაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ვთქვი, რომ მე ვარ ერთ-ერთი ორგანიზატორი“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

შეგახსენებთ, რომ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს და კიდევ რამდენიმე პირს საპროცესო შეთანხმება 28 ოქტომბერს გაუფორმდათ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციური"არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს" - მურთაზ ზოდელავამ ციხე დატოვა
  2. TV პირველიოპოზიციურიციხის დატოვების შემდეგ მურთაზ ზოდელავამ თქვა, რომ "არანაირი პოლიტიკური გეგმები არ აქვს"
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმურთაზ ზოდელავა - არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს - ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ
  4. რუსთავი 2სამთავრობოთითქმის ყოველ სხდომაზე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმებით. ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ - მურთაზ ზოდელავა
  5. POSTVსამთავრობომურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა: “ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და არანაირად არ უკავშირდება ეს საპროცესო შეთანხმებას“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„4 ოქტომბერზე პასუხისმგებლობა ავიღე და სასჯელიც მოვიხადე. ბევრი შეკითხვა დაგროვდა, ყველა შეკითხვას ფიზიკურად ვერ გავცემ პასუხს, რადგან ჩვენს საზოგადოებაში შეთქმულების თეორიების მოყვარულთა რიცხვი ყოველთვის ბევრი იყო. თითქმის ყველა სხდომაზე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულ ადამიანებს, ესარგებლათ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტით, რაც მოხდა კიდევაც. არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება, ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ. ამიტომაც მოვუწოდებდი და მიხარია, მათი უმრავლესობა ამ შესაძლებლობით ისარგებლა. არ მაქვს არანაირი პოლიტიკური გეგმები ბევრი მიზეზის გამო. ციხეში შემისრულდა 50 წელი, ბავშვიც აღარ ვარ, ადამიანში გადაფასებები ხდება და ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და ეს არ უკავშირდება საპროცესო შეთანხმებას. საქართველოს მოქალაქე ვარ, არსად წასვლას არ ვაპირებ, ვარ ჩემი ერის ბუნებრივი ნაწილი, მაგრამ პოლიტიკაში თავს ვერ ვხედავ. როდესაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ვთქვი, რომ მე ვარ ერთ-ერთი ორგანიზატორი“
მურთაზ ზოდელავა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები