მურთაზ ზოდელავა - არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს - ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ პოლიტიკაში საკუთარ თავს ვეღარ ხედავს და არანაირი პოლიტიკური გეგმები აღარ აქვს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმებას არ უკავშირდება და ის ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს.

არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ცხადია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მე ციხეში 50 წელი შემისრულდა, ბავშვიც არ ვარ, რაღაც გადაფასებები ხდება და ადამიანი რაღაცებზე ფიქრობს, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმებას არანაირი საერთო არ აქვს იმ ფაქტთან, რომ მას პოლიტიკური გეგმები აღარ აქვს და პროცესებში ჩართვას არ აპირებს.
„არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ცხადია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მე ციხეში 50 წელი შემისრულდა, ბავშვიც არ ვარ, რაღაც გადაფასებები ხდება და ადამიანი რაღაცებზე ფიქრობს, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. ეს საპროცესო შეთანხმებას არ უკავშირდება, რადგან ეს საპროცესო შეთანხმება პირობადებული არ იყო, უბრალოდ ბრალის აღიარებას დაეფუძნა და არა რაიმე პირობებს.
მე ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არასდროს არ შევხვედრილვარ და არ მისაუბრია ოპონენტთან ჩრდილში კულუარებს მიღმა, ყველაფერი რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა საჯარო იყო.
მე საქართველოს მოქალაქე ვარ, არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვრჩები ჩემს ქვეყანაში და ჩემი ერის ბუნებრივი ნაწილი ვარ, შესაბამისად აქ ვრჩები, საქართველოში, უბრალოდ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. მე უკვე ვთქვი, რომ ვიყავი ორგანიზატორი, როდესაც საპროცესო გაფორმდა”, - განაცხადა ზოდელავამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატია"არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს" - მურთაზ ზოდელავამ ციხე დატოვა
ციხის დატოვების შემდეგ მურთაზ ზოდელავამ თქვა, რომ "არანაირი პოლიტიკური გეგმები არ აქვს"
მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ქვეყნიდან არსად წასვლას არ აპირებს, თუმცა საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავს
თითქმის ყოველ სხდომაზე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმებით. ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ - მურთაზ ზოდელავა
მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა: “ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და არანაირად არ უკავშირდება ეს საპროცესო შეთანხმებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…