4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, საპატიმრო დატოვეს
4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვეს. ციხიდან გამოსულმა ზოდელავამ განაცხადა, რომ შეთანხმება ბრალის აღიარებას დაეფუძნა და თავად პოლიტიკაში საკუთარ თავს ვეღარ ხედავს.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, საპატიმრო დატოვეს.
ისინი დღეს, 4 ნოემბერს, გათავისუფლდნენ.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ თითქმის ყველა სასამართლო სხდომაზე 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დაკავებულებს მოუწოდებდა, რომ საპროცესო შეთანხმებით ესარგებლათ.
ამასთან ზოდელავას თქმით, მას პოლიტიკური გეგმები არ აქვს.
„არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ცხადია, ბევრი მიზეზის გამო. მე ციხეში 50 წელი შემისრულდა, ბავშვიც არ ვარ, რაღაც გადაფასებები ხდება და ადამიანი ბევრ რამეზე ფიქრობს, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. ეს საპროცესო შეთანხმებას არ უკავშირდება, რადგან ეს საპროცესო შეთანხმება უბრალოდ ბრალის აღიარებას დაეფუძნა და არა რაიმე პირობებს.
მე ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არასდროს არ შევხვედრილვარ და არ მისაუბრია ოპონენტთან ჩრდილში კულუარებს მიღმა, ყველაფერი რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა საჯარო იყო. ამასაც საჯაროდ ვაცხადებ. მე საქართველოს მოქალაქე ვარ, არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვრჩები ჩემს ქვეყანაში და ჩემი ერის ბუნებრივი ნაწილი ვარ. შესაბამისად აქ ვრჩები, საქართველოში, უბრალოდ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
4 ოქტომბრის მოვლენებზე „ორგანიზატორების საქმეზე“ მსჯავრდებულებიდან საპროცესო შეთანხმება მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანიას გაუფორმდათ.
საპროცესო გარიგების თანახმად, მსჯავრდებულები ცნობილი იქნენ დამნაშავედ და სასჯელის სახით მათ 1 წელი და 1 თვე რეალური პატიმრობა განესაზღვრათ, დამატებით კი — 2 წელი პირობითი მსჯავრი. საპროცესო გარიგების დადების საფუძველი გახდა ბრალის აღიარებაა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატია"არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს" - მურთაზ ზოდელავამ ციხე დატოვა
ციხის დატოვების შემდეგ მურთაზ ზოდელავამ თქვა, რომ "არანაირი პოლიტიკური გეგმები არ აქვს"
მურთაზ ზოდელავა - არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს - ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ
მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ქვეყნიდან არსად წასვლას არ აპირებს, თუმცა საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავს
თითქმის ყოველ სხდომაზე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმებით. ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ - მურთაზ ზოდელავა
მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა: “ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და არანაირად არ უკავშირდება ეს საპროცესო შეთანხმებას“
ციტატები სტატიიდან
„არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ცხადია, ბევრი მიზეზის გამო. მე ციხეში 50 წელი შემისრულდა, ბავშვიც არ ვარ, რაღაც გადაფასებები ხდება და ადამიანი ბევრ რამეზე ფიქრობს, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. ეს საპროცესო შეთანხმებას არ უკავშირდება, რადგან ეს საპროცესო შეთანხმება უბრალოდ ბრალის აღიარებას დაეფუძნა და არა რაიმე პირობებს. მე ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არასდროს არ შევხვედრილვარ და არ მისაუბრია ოპონენტთან ჩრდილში კულუარებს მიღმა, ყველაფერი რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა საჯარო იყო. ამასაც საჯაროდ ვაცხადებ. მე საქართველოს მოქალაქე ვარ, არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვრჩები ჩემს ქვეყანაში და ჩემი ერის ბუნებრივი ნაწილი ვარ. შესაბამისად აქ ვრჩები, საქართველოში, უბრალოდ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…