საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის ორგანიზატორებთან - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სახელმწიფო ყველა იმ ადამიანის მიმართ იქნება ჰუმანური, ვინც დანაშაულს აღიარებს
4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმებით საპატიმროები დატოვეს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სახელმწიფო ჰუმანური იქნება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დანაშაულს აღიარებს.
კონსტიტუციური წყობილების დამხობის მოწოდების, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების აღიარების შემდეგ, მურთაზ ზოდელავამ რუსთავის მეთორმეტე პენიტენციური დაწესებულება დატოვა - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამივე დანაშაული მოინანია და საპროცესო შეთანხმებას ხელი საკუთარი ნებით მოაწერა. 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მთავარი ორგანიზატორი, რომელიც 1 წლის წინ აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის რეზიდენციის გასაღების ჩაბარებისკენ მოუწოდებდა, დღეს ამ აქციის დროს დაკავებულებს დანაშაულის აღიარებას ურჩევს. ციხიდან გათავისუფლებულმა ზოდელავამ ისიც თქვა, რომ, ბევრი ფიქრის შემდეგ, საკუთარ თავს პოლიტიკაში ვეღარ ხედავს.
აღიარებისა და მონანიების საფუძველზე, ციხის კარი დღეს ლაშა ბერიძისთვისაც გაიღო. გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულმა კიდევ ერთხელ აღიარა, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი პროცესების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი თავად იყო.
მაშინ, როცა უმძიმეს დანაშაულს ვერშემდგარი რევოლუციის მთავარი გმირებიც კი ინანიებენ, შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ აქციის მონაწილეები უნდა დაფიქრდნენ, ღირდა თუ არა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. ათეულობით აღიარებითი ჩვენება საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარისთვის იმის დასტურია, რომ ოპოზიციისა და უცხოელი აქტორების მთავარი მიზანი, ძალადობრივი გზით, პოლიტიკური რეალობის შეცვლა იყო.
მას შემდეგ, რაც აქციის მთავარმა ორგანიზატორებმა პოზიცია შეცვალეს და უდანაშაულობის მტკიცებას დანაშაულის აღიარება ამჯობინეს, შეიცვალა "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკაც. სააკაშვილის გუნდში დღეს თქვეს, რომ 4 ოქტომბერს ოპოზიცია დამარცხდა.
არეულობის, დესტაბილიზაციისა და დამხობის მცდელობა - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ერთი წლის წინ პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სახელმწიფო ყველა იმ ადამიანის მიმართ იქნება ჰუმანური, ვინც დანაშაულს აღიარებს, თუმცა ჯერ კიდევ რჩებიან მსჯავრდადებულები, რომლებიც, მმართველი გუნდის თქმით, ბრიუსელის გავლენის ქვეშ არიან.
სამართალდამცველებმა 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის 64 მონაწილე დააკავეს. ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა და მოინანია. ნაწილმა, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა, ნაწილი კი უახლოეს მომავალში გათავისუფლდება.
ავტორი: ნანა გოგატაძე
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
11 სტატიამურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ
მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებენ
4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულები - მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხეს დღეს დატოვებენ
ერთწლიანი პატიმრობა დასრულებულია - ლაშა ბერიძემ ციხე დატოვა
მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
ლაშა ბერიძემ ციხე დატოვა
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
"მე მოვინანიე ჩემი ჩადენილი დანაშაული. ციხიდან გამოშვების საფუძველი არის აღიარება და მონანიება" - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ლაშა ბერიძე
4 ოქტომბრის საქმე, აღიარებული დანაშაული და საპროცესო შეთანხმებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…