კალაძე ცხოველთა დამცველებზე: ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია
კახა კალაძემ ცხოველთა უფლებების დამცველებზე საუბრისას განაცხადა, რომ „ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია“. დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალური თავშესაფრის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა და სამარხების გამთხრელებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, - განაცხადა კახა კალაძემ ცხოველთა უფლებების დამცველებზე საუბრისას.
მისი თქმით, ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გარშემო გავრცელებულ ბრალდებები უსაფუძვლოა.
„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო არის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ უწყება მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, სუფთად და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას. მე გუშინაც ვისაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით და სტატისტიკაც მოვიყვანე, გასული წლის განმავლობაში რამდენი ცხოველი მოკვდა. ამას ემატება ევთანაზია, ასევე ფაქტები, როდესაც ცხოველებს ავტომობილები ეჯახება. ეს ყველაფერი შემოდის სააგენტოში და ჩვენი თანამშრომლები ვალდებულები არიან, დაშავებულ ცხოველებს დაეხმარონ. გარდა ამისა, გვაქვს შესაბამისი სერვისი, როდესაც ვეხმარებით სხვადასხვა ვეტერინარულ კლინიკებს.
გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა. გარწმუნებთ ამაში. რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ იმიტომ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას.
იმ რამდენიმე ადამიანის, რომელიც იქ იმყოფებოდა, როგორ შეიძლება სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? ყველაზე არ მაქვს საუბარი, თუმცა ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არსებობს კანონი, წესები და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, დაემორჩილოს ამ ყველაფერს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატია,, ერთი 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია” – კალაძე ცხოველთა დამცველებზე
5-6 მათგანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია - კალაძის პასუხი ცხოველთა უფლებადამცველებს
5-6 მათგანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია - კალაძის ცხოველთა უფლებადამცველებზე
კახა კალაძე – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას
კახა კალაძე - ყველა ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, მოუწევს პასუხისგება - როგორ შეიძლება მათი სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან
კახა კალაძე: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას
5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია - კალაძე ცხოველთა დამცველებზე
ციტატები სტატიიდან
„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო არის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ უწყება მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, სუფთად და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას. მე გუშინაც ვისაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით და სტატისტიკაც მოვიყვანე, გასული წლის განმავლობაში რამდენი ცხოველი მოკვდა. ამას ემატება ევთანაზია, ასევე ფაქტები, როდესაც ცხოველებს ავტომობილები ეჯახება. ეს ყველაფერი შემოდის სააგენტოში და ჩვენი თანამშრომლები ვალდებულები არიან, დაშავებულ ცხოველებს დაეხმარონ. გარდა ამისა, გვაქვს შესაბამისი სერვისი, როდესაც ვეხმარებით სხვადასხვა ვეტერინარულ კლინიკებს. გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა. გარწმუნებთ ამაში. რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ იმიტომ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას. იმ რამდენიმე ადამიანის, რომელიც იქ იმყოფებოდა, როგორ შეიძლება სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? ყველაზე არ მაქვს საუბარი, თუმცა ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არსებობს კანონი, წესები და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, დაემორჩილოს ამ ყველაფერს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…