პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას

თბილისის მერი კახა კალაძე ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გარშემო ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს და აცხადებს, რომ სამარხების გათხრაში მონაწილე პირებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა აუცილებლად დაეკისრებათ.

კახა კალაძე – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას
პირველი არხი

რაც არ უნდა ეცადოთ ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ, რადგან ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გარშემო გავრცელებულ ბრალდებები უსაფუძვლოა.

დედაქალაქის მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი უწყება სრულიად ღიად მუშაობს, ხოლო სამარხების გათხრაში მონაწილე პირებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო არის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ უწყება მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, სუფთად და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას. მე გუშინაც ვისაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით და სტატისტიკაც მოვიყვანე, გასული წლის განმავლობაში რამდენი ცხოველი მოკვდა. ამას ემატება ევთანაზია, ასევე ფაქტები, როდესაც ცხოველებს ავტომობილები ეჯახება. ეს ყველაფერი შემოდის სააგენტოში და ჩვენი თანამშრომლები ვალდებულები არიან, დაშავებულ ცხოველებს დაეხმარონ. გარდა ამისა, გვაქვს შესაბამისი სერვისი, როდესაც ვეხმარებით სხვადასხვა ვეტერინარულ კლინიკებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყველა შესაბამისი ქმედება შეფასდება.

„გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა. გარწმუნებთ ამაში. რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ იმიტომ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ თავშესაფრის ტერიტორიაზე მოქალაქეთა შესვლის წესებზეც გაამახვილა ყურადღება.

„იმ რამდენიმე ადამიანის, რომელიც იქ იმყოფებოდა, როგორ შეიძლება სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? ყველაზე არ მაქვს საუბარი, თუმცა ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არსებობს კანონი, წესები და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, დაემორჩილოს ამ ყველაფერს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. ალიაოპოზიციური,, ერთი 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია” – კალაძე ცხოველთა დამცველებზე
  2. TV პირველიოპოზიციური5-6 მათგანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია - კალაძის პასუხი ცხოველთა უფლებადამცველებს
  3. TV პირველიოპოზიციური5-6 მათგანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია - კალაძის ცხოველთა უფლებადამცველებზე
  4. ფორმულაოპოზიციურიკალაძე ცხოველთა დამცველებზე: ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე - ყველა ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, მოუწევს პასუხისგება - როგორ შეიძლება მათი სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან
  6. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას
  7. რადიო თავისუფლებაოპოზიციური5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია - კალაძე ცხოველთა დამცველებზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო არის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ უწყება მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, სუფთად და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას. მე გუშინაც ვისაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით და სტატისტიკაც მოვიყვანე, გასული წლის განმავლობაში რამდენი ცხოველი მოკვდა. ამას ემატება ევთანაზია, ასევე ფაქტები, როდესაც ცხოველებს ავტომობილები ეჯახება. ეს ყველაფერი შემოდის სააგენტოში და ჩვენი თანამშრომლები ვალდებულები არიან, დაშავებულ ცხოველებს დაეხმარონ. გარდა ამისა, გვაქვს შესაბამისი სერვისი, როდესაც ვეხმარებით სხვადასხვა ვეტერინარულ კლინიკებს“
კახა კალაძე
„გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა. გარწმუნებთ ამაში. რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ იმიტომ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას“
„იმ რამდენიმე ადამიანის, რომელიც იქ იმყოფებოდა, როგორ შეიძლება სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? ყველაზე არ მაქვს საუბარი, თუმცა ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არსებობს კანონი, წესები და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, დაემორჩილოს ამ ყველაფერს“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თბილისის მერიის განცხადებით, მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად და ფაქტების დამახინჯებაა, ,,თითქოს ცხოველთა მიზანმიმართული ხოცვა ხორციელდება”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები