5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია - კალაძე ცხოველთა დამცველებზე
კალაძემ განაცხადა, რომ სამარხების გამთხრელებს პასუხისმგებლობა მოუწევთ და აქციის მონაწილეებიდან „5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია“. პროტესტი ველის სასაფლაოზე ძაღლების ნეშტების დამარხვის ამსახველი კადრების გავრცელებას მოჰყვა.

„ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა. გარწმუნებთ ამაში. რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ იმიტომ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობა“, - თქვა კალაძემ.
მან ცხოველთა უფლებადამცველებს „არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანები“ უწოდა:
„იმ რამდენიმე ადამიანის, რომელიც იქ იმყოფებოდა, როგორ შეიძლება სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? ყველაზე არ მაქვს საუბარი, თუმცა ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არსებობს კანონი, წესები და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, დაემორჩილოს ამ ყველაფერს“.
ცხოველთა დამცველების პროტესტი მოჰყვა 31 ოქტომბერს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ გავრცელებულ კადრებს, რომლებშიც ჩანს, რომ ველის სასაფლაოს ტერიტორიაზე ღამით ძაღლების ნეშტებს მარხავენ სპეციალურად მოწყობილ ორმოში.
მასალის ეთერში გასვლის შემდეგ ცხოველთა უფლებადამცველები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. მათ ასევე პეტიცია გამოაქვეყნეს და საქართველოს პროკურატურას ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს.
ცხოველთა უფლებადამცველები პროკურატურისგან მოითხოვენ სამარხის დათვალიერებას, ნეშტების ამოღებასა და დამოუკიდებელი ვეტერინარულ-პათოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები და სავარაუდო დრო.
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უარყოფს ბრალდებებს ძაღლების მასობრივი და მიზანმიმართული დახოცვის შესახებ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატია,, ერთი 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია” – კალაძე ცხოველთა დამცველებზე
5-6 მათგანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია - კალაძის პასუხი ცხოველთა უფლებადამცველებს
5-6 მათგანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია - კალაძის ცხოველთა უფლებადამცველებზე
კალაძე ცხოველთა დამცველებზე: ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია
კახა კალაძე – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას
კახა კალაძე - ყველა ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, მოუწევს პასუხისგება - როგორ შეიძლება მათი სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან
კახა კალაძე: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას
ციტატები სტატიიდან
„ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა. გარწმუნებთ ამაში. რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ იმიტომ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…