პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

5-6 მათგანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია - კალაძის პასუხი ცხოველთა უფლებადამცველებს

კახა კალაძის განცხადებით, ცხოველთა უფლებადამცველებიდან 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ხოლო სამარხების გამთხრელების მიმართ გამოძიება დაიწყება.

5-6 მათგანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია - კალაძის პასუხი ცხოველთა უფლებადამცველებს
TV პირველი

5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან - ასე ეხმაურება კახა კალაძე ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტს.

კალაძის მტკიცებით, თავშესაფარი სრული წესების და კანონების დაცვით მუშაობს და ცხოველების კეთილდღეობას ემსახურება.

მისივე თქმით, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება იმ პირების მიმართ, ვინც სამარხები გათხარა

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ. გამოძიება დაიწყება, რა თქმა უნდა, ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, აუცილებლად მოუწევთ პასუიხსგება, გარწმუნებთ ამაში. სხვა ახლა, რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ. ააღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გაჭვირვალედ და ემსახურებიან ცხოველების კეთლდღეოებას. ადამიენბი, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, როგორ შეიძლება მათი სადმე შეშვება, არათუ ცხოველთა მონიტორინგში, 5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. როგორ შეიძლება, არაჯანსაღი ფსიქოლოგიის ადამიანები. ყველაზე არ მაქვს საუბარი, რამდენიმე ადამიანი, ურაბლოდ რომ შეხედავ...არსებობს კანონი და წესი, ყველამ კეთილი ინებოს და დაექვემდებაროს, - ამბობს კალაძე,

ცნობისთვის, "შაბათის ეთერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ღამით ქუჩებიდან აყვანილი მიუსაფარი ძაღლები და სპეციალურ ორმოებში ყრიან. კადრების მიხედვით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან მიკროავტობუსი ღამის 00:00 საათის შემდეგ გამოდის და ველის სასაფლაოსკენ მიემართება. ვიდეოს ავტორების თქმით, ტრანსპორტი დახოცილი ძაღლებით იყო სავსე.

რამდენიმე კვირიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ღამის მესაფლავეები სამუშაო დღეებში, მაგრამ არასამუშაო დროს შუაღამეს იწყებენ ძაღლების დამარხვას. თეთრი მიკროავტობუსი, რომელსაც თავშესაფრის სიმბოლიკა მოხსნილი აქვს, ღამეში ზოგჯერ - ორ რეისს აკეთებს.

"შაბათის ანონსის" გასვლის შემდეგ, მოქალაქეებმა "ძაღლების სასაკლაო და სამარხები" იპოვეს და კადრები რედაქაციას მიაწოდეს. ცხოველთა უფლებადამცველები პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. ალიაოპოზიციური,, ერთი 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია” – კალაძე ცხოველთა დამცველებზე
  2. TV პირველიოპოზიციური5-6 მათგანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია - კალაძის ცხოველთა უფლებადამცველებზე
  3. ფორმულაოპოზიციურიკალაძე ცხოველთა დამცველებზე: ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია
  4. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე - ყველა ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, მოუწევს პასუხისგება - როგორ შეიძლება მათი სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან
  6. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას
  7. რადიო თავისუფლებაოპოზიციური5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია - კალაძე ცხოველთა დამცველებზე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„ყველა ძაღლს სახეზე ეტყობა ნატანჯი სიკვდილი“ - თბილისში აღმოჩენილ ცხოველთა სამარხებზე მოქალაქეები გამოძიებას ითხოვენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები