პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კალაძე: „5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია“

ტვ პირველითბილისის მერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ ცხოველთა დამცველ აქტივისტებზე საუბრისას განაცხადა, რომ „ერთი 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია“. მან სამარხების გათხრაში მონაწილეებს ბოროტმოქმედები უწოდა და პასუხისგებით დაემუქრა.

კალაძე: „5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია“
ბათუმელები

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც ცხოველთა უფლებებზე ზრუნავენ, „დასაძინებელია“.

სიტყვას – „დაძინება“ ჩვეულებრივ იყენებენ ძაღლებისა და კატების ევთანაზიის, ანუ მოკვდინების სინონიმად. დედაქალაქის მერმა ეს სიტყვა ადამიანების მისამართით გამოიყენა.

კალაძემ ეს დღეს, 3 ნოემბერს თქვა ჟურნალისტებთან. მას ჰკითხეს გასული კვირის ბოლოს გამოქვეყნებულ, „ტვ პირველის“ გახმაურებულ სიუჟეტზე – „როგორ ხოცავს ძაღლებს სახელმწიფო“, რომლის თანახმადაც ცხოველთა უფლებების დამცველმა აქტივისტებმა თბილისში ძაღლების სასაკლაოები აღმოაჩინეს, არაერთი ორმოთი, რომლებიც მოკლული ძაღლებით იყო სავსე.

ამ სიუჟეტის საპასუხოდ თბილისის მერიამ 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს, რადგან აქტივისტებმა „ვანდალური ქმედება“ ჩაიდინეს მოკლული ცხოველებით სავსე ორმოების გახსნით.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ [ცხოველთა მონიტორინგის] სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ. გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო.. აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება. გარწმუნებთ ამაში. სხვა ახლა… რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ. იმიტომ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გამჭვირვალედ და ემსახურებიან ცხოველების კეთილდღეობას.

ადამიანი, რომელიც იქ იმყოფებოდა [აქტივისტები], როგორ შეიძლება იმ ადამიანების სადმე შეშვება, არათუ ცხოველთა მონიტორინგში. ერთი 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არაჯანსაღი ფსიქოლოგიის ადამიანები. ყველაზე არ მაქვს საუბარი. რამდენიმე ადამიანი, რომ შეხედავ….“, — განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო თვეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუსაფარი ძაღლები, რომლებზეც ცხოველთა უფლებადამცველები ზრუნავენ, ქუჩებიდან ქრებიან და მათ, შესაძლოა, მიზანმიმართულად, ფარულად კლავენ, რაც კანონდარღვევაა.

ცხოველთა უფლებადამცველები საუბრობენ არაერთ შემთხვევაზე, რაც ეჭვებს აჩენს, რომ სახელმწიფო შესაძლოა არაჰუმანური, უკანონო გზით ცდილობს გადაჭრას ეს პრობლემა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. ალიაოპოზიციური,, ერთი 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია” – კალაძე ცხოველთა დამცველებზე
  2. TV პირველიოპოზიციური5-6 მათგანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია - კალაძის პასუხი ცხოველთა უფლებადამცველებს
  3. TV პირველიოპოზიციური5-6 მათგანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია - კალაძის ცხოველთა უფლებადამცველებზე
  4. ფორმულაოპოზიციურიკალაძე ცხოველთა დამცველებზე: ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია
  5. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე - ყველა ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, მოუწევს პასუხისგება - როგორ შეიძლება მათი სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან
  7. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას
  8. რადიო თავისუფლებაოპოზიციური5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია - კალაძე ცხოველთა დამცველებზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დასაძინებელია“
კახა კალაძე
„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ [ცხოველთა მონიტორინგის] სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ. გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო.. აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება. გარწმუნებთ ამაში. სხვა ახლა… რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ. იმიტომ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გამჭვირვალედ და ემსახურებიან ცხოველების კეთილდღეობას. ადამიანი, რომელიც იქ იმყოფებოდა [აქტივისტები], როგორ შეიძლება იმ ადამიანების სადმე შეშვება, არათუ ცხოველთა მონიტორინგში. ერთი 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არაჯანსაღი ფსიქოლოგიის ადამიანები. ყველაზე არ მაქვს საუბარი. რამდენიმე ადამიანი, რომ შეხედავ….“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რა კითხვები აქვთ აქტივისტებს ხელისუფლებასთან ლილოში ძაღლების „სასაკლაოს“ აღმოჩენის შემდეგწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები