ლევან სუთიძე: მის მეუფებას მთელი გულით სძულდა რუსეთი და ამას არც ალექსი მეორისა და არც კირილ გუნდიაევისადმი მიწერილ საჯარო წერილებში მალავდა
ლევან სუთიძე: გარდაიცვალა მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეგზარქიის მმართველი მღვდელმთავარი. მის მეუფებას მთელი გულით სძულდა რუსეთი და ამას არც ალექსი მეორისა და არც კირილ გუნდიაევისადმი მიწერილ საჯარო წერილებში მალავდა.

"ტაბულას" მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე:
გარდაიცვალა მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეგზარქიის მმართველი მღვდელმთავარი.
მის მეუფებას მთელი გულით სძულდა რუსეთი და ამას არც ალექსი მეორისა და არც კირილ გუნდიაევისადმი მიწერილ საჯარო წერილებში მალავდა.
მეუფე აბრაამი საეკლესიო შესამოსელში ძველი აღთქმის წინასწარმეტყველს მოგაგონებდათ და ხმაც ეგეთი ჰქონდა, როგორიც სახელი. გუმბათიდან ისმისო, გეგონებოდა.
2010 თუ 11 წელს დავურეკე, კითხვებს გამოგიგზავნით და წერილობით მიპასუხეთ მეთქი. დამთანხმდა და სანამ ხმას ამოვიღებდი, უცბად დაიწყო მეილის მისამართის კარნახი აი, იმ ზემოხსენებული ხმით:
მეტროპოლიტანაბრაჰამ@იაჰუ.ქომ.
უნდა გამოვტყდე, წლები ვპაროდირებდი.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს აბრაამ მამამთავარი მკარნახობდა მეილს.
რა შუაში იყო ეს ხმა იმ მეილთან?!
გარდაიცვალა და ამ პატარა ამბის შენახვამაც დაკარგა აზრი: სანამ 70 წელს გადასცდებოდა, იქამდე დიდად აინტერესებდა რომელ მღვდელმთავარს რა შანსები ჰქონდა საპატრუარქო არჩევნებზე. 2013 წლიდან მე ამაზე ვწერდი და მოკლედ, ცდუნებას ვერ უძლებდა. ხან ვის შემოათვლევინებდა რამეს, ხან ვის. იცოდა, რომ დათვლა რთული იყო და არ უნდოდა მარტოს ეჭყლიტა ტვინი.
ერთხელ გავიხედე და მომიტანეს სია. აბრაამმა გვითხრა შეახედეთო. სიაში არის ოთხი ვერტიკალური სვეტი, სვეტების მაღლა წერია:
აბრაამი, იობი, დანიელი და მეოთხედ: "დავუშვათ, შორენას რომელიღაცა" :დ :დ :დ
ამის ქვემოთ არის ჩამოწერილი ეპისკოპოსების სახელები. ანუ, სია იყო, ვინ მისცემდა ხმას აბრაამს, იობს, დანიელს და "შორენას რომელიღაცას".
რა თქმა უნდა, ეპისკოპოსების 90% აბრაამის ქვეშ ეწერა.
ვინც მანახა, იმას ვკითხე, ეს რა არის, ამომრჩევლებში ზინობ მაჟუგაც ხომ არ ჰყავს შეყვანილი და მკვდარი სულებით ხომ არ აპირებს მოგებას თქო? ბევრი ვიცინეთ. თავადაც უცინია.
მეუფე აბრაამმა საქართველოს ეკლესიას აჩუქა გონიერი და თავისუფალი სამღვდელოება და ეპისკოპატი.
საზოგადოება დიდად არ იცნობდა, რადგან სინოდის სხდომებზე არ დადიოდა. აი, ასე, უბრალოდ არ დადიოდა და ვერც ვერავინ ეუბნებოდა ვერაფერს. გარეთაც ვერ ჩაუსაფრდებოდი რომ გამოგეჭირა :დ
ღმერთმა აცხოვნოს. მე სულ მხიარულად მოვიგონებ.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…