კახა კალაძე - ყველა ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, მოუწევს პასუხისგება - როგორ შეიძლება მათი სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ცხოველთა სამარხების გათხრის გამო „ყველა ბოროტმოქმედს“ პასუხისგება მოუწევს. მისი თქმით, თავშესაფართან მყოფი „ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია“.

რამდენიმე ადამიანი, რომელიც იქ [თავშესაფართან] იმყოფებოდა, როგორ შეიძლება მათი სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არაჯანსაღი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები არიან , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ცხოველთა სამარხების შესახებ და ამაზე საზოგადოების რეაქციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კალაძის თქმით, ყველა იმ ადამიანს მოუწევს პასუხისგება, რომელმაც სამარხების გათხრა დაიწყო.
“[ცხოველთა] სააგენტო არის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში შესული ორგანიზაცია. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, აბსოლუტურად სუფთად და გვემსახურება ცხოველების კეთილდღეობას. სამწუხაროდ, მე გუშინაც ვისაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ფაქტია, სტატისტიკაც მოვიყვანე გასული წლის განმავლობაში რამდენი ცხოველი მოკვდა, ამას ემატება ევთანაზიაც, ემატება ასევე ავტომობილების დაჯახება, ეს ყველაფერი შემოდის ჩვენთან, სააგენტოში და ჩვენ გვაქვს შესაბამისი სერვისიც, როდესაც ვეხმარებით ცხოველებს.
ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება. რაც არ უნდა ცილისწამება და სიბინძურეები ააგოროთ, რა თქმა უნდა, ამით ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ იმიტომ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას.
რამდენიმე ადამიანი, რომელიც იქ [თავშესაფართან] იმყოფებოდა, როგორ შეიძლება მათი სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არაჯანსაღი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები არიან”, - განაცხადა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატია,, ერთი 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია” – კალაძე ცხოველთა დამცველებზე
5-6 მათგანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია - კალაძის პასუხი ცხოველთა უფლებადამცველებს
5-6 მათგანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია - კალაძის ცხოველთა უფლებადამცველებზე
კალაძე ცხოველთა დამცველებზე: ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია
კახა კალაძე – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას
კახა კალაძე: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას
5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია - კალაძე ცხოველთა დამცველებზე
ციტატები სტატიიდან
„[ცხოველთა] სააგენტო არის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში შესული ორგანიზაცია. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, აბსოლუტურად სუფთად და გვემსახურება ცხოველების კეთილდღეობას. სამწუხაროდ, მე გუშინაც ვისაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ფაქტია, სტატისტიკაც მოვიყვანე გასული წლის განმავლობაში რამდენი ცხოველი მოკვდა, ამას ემატება ევთანაზიაც, ემატება ასევე ავტომობილების დაჯახება, ეს ყველაფერი შემოდის ჩვენთან, სააგენტოში და ჩვენ გვაქვს შესაბამისი სერვისიც, როდესაც ვეხმარებით ცხოველებს. ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება. რაც არ უნდა ცილისწამება და სიბინძურეები ააგოროთ, რა თქმა უნდა, ამით ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ იმიტომ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას. რამდენიმე ადამიანი, რომელიც იქ [თავშესაფართან] იმყოფებოდა, როგორ შეიძლება მათი სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არაჯანსაღი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები არიან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…