მერია ცხოველთა დამცველების წინააღმდეგ სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს
თბილისის მერია საგამოძიებო ორგანოებს ცხოველთა დამცველების ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებს და მათ თანამშრომლების ბულინგსა და სამარხების გადათხრაში ადანაშაულებს. აქტივისტები კი მერ კახა კალაძის განცხადებებს მუქარად აფასებენ და მიუსაფარი ძაღლების დახოცვის გამოძიებას ითხოვენ.

„რამდენიმე დღეა არ ცხრება მუქარის შემცველი მოწოდებები და ბულინგი მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მისამართით, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიან მოვალეობას და ემსახურებიან დედაქალაქს“, – წერს მერია 5 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
მერია ამბობს, რომ „ე.წ. ცხოველთა დამცველები“ მუნიციპალიტეტს ხელს უშლიან საქმიანობაში: „მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება“, – აცხადებს მერია და აზუსტებს:
„ადამიანთა ჯგუფს, - რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი, ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც თავად მიუსაფარ ცხოველებს, ისე თბილისის მოსახლეობას, - აუცილებლად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე“.
განცხადებაში არ არის დაზუსტებული ამა თუ იმ ადამიანის ვინაობა.
რა თქვა კალაძემ
წინა დღეს მერმა კახა კალაძემ იმავე ადამიანებზე საუბრისას განაცხადა: „ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა.
მან ცხოველთა უფლებადამცველებს „არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანები“ უწოდა. 3 ნოემბერს, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დათვალიერებისას თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა:
„იმ რამდენიმე ადამიანის, რომელიც იქ იმყოფებოდა, როგორ შეიძლება სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? ყველაზე არ მაქვს საუბარი, თუმცა ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან“.
აქტივისტებმა კალაძის ეს განცხადება მუქარად მიიღეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს, თუმცა პროკურატურაში თქვეს, რომ „დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გამოძიება არ დაიწყება“.
კალაძის ამ კომენტარის შეფასება სთხოვეს ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურს. მან განაცხადა:
„რა თქმა უნდა, ეს გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი. ზოგადად, ძალიან ბევრი ადამიანის ქმედებები აჩენს ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვებს. სრულიად არაადეკვატური აქტივობით გამოირჩევიან“.
რა უძღოდა წინ კალაძის კომენტარს?
31 ოქტომბერს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში" გადაიცა რეპორტაჟი, სადაც, ჟურნალისტების თქმით, ჩანდა ღამით თბილისში, ლილოში, ველის სასაფლაოს ტერიტორიაზე, ძაღლების ნეშტების დამარხვა სპეციალურად მოწყობილ ორმოში.
რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ ცხოველთა უფლებადამცველები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და საპროტესტი აქცია გამართეს. მათ ასევე გამოაქვეყნეს პეტიცია და საქართველოს პროკურატურას ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს.
პეტიციის ავტორები მიუთითებდნენ მოქალაქეთა მონათხრობზეც, ქვეყნის მასშტაბით ძაღლების საეჭვო გაუჩინარების შესახებ და ხმაზეც, სატელევიზიო კადრებში, რომ ერთ-ერთი ძაღლის ნეშტი ჯერ კიდევ თბილი იყო.
„ეს გარემოება თავისთავად არ ადასტურებს სიკვდილის მიზეზს, თუმცა აჩენს სერიოზულ კითხვებს ცხოველების სიკვდილის გარემოებებისა და ევთანაზიის პროცედურების კანონიერებისა და ჰუმანურობის შესახებ“, - წერდნენ ცხოველთა უფლებადამცველები.
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ უარყო ბრალდებები ძაღლების მასობრივი და მიზანმიმართული დახოცვის შესახებ და განაცხადა, რომ მოქალაქეებმა სიუჟეტის შემდეგ ცხოველთა სამარხები გათხარეს და ნეშტები ამოიღეს.
მათი შეფასებით, მსგავსი ქმედებები უკანონოა და სანიტარიულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. სააგენტოს განცხადებით, სამარხების თვითნებურმა გახსნამ და ნეშტების გადაადგილებამ, შესაძლოა, ბიოლოგიური დაბინძურება გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს.
5 ნოემბერს მერია აცხადებს:
„სამარხები, რომელთა უკანონოდ გადათხრა და ლეშის ამოყრა მოხდა, ეკუთვნის შპს „ჰერმესს“ და განკუთვნილია სწორედ ცხოველთა ლეშის დასამარხად“.
„ცხოველთა დამარხვა ხდება ღამის საათებში, რადგან დღის განმავლობაში არაერთი ლეში შემოდის სააგენტოში, როგორც ბუნებრივი სიკვდილით, ისე ავტოსაგზაო შემთხვევების გამო დახოცილი პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველების. დღისით ხდება მათი შეკრება და ღამის საათებში დამარხვა“.
„რაც შეეხება ე.წ. სქრინს, რომელსაც საგულდაგულოდ ავრცელებენ იმის დასტურად, თითქოს სააგენტო ნამდვილად ხოცავს ცხოველებს, არის მორიგი ტყუილი და ცილისწამება“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიათბილისის მერია: არანაირ კანონდარღვევას ცხოველთა მიმართ არ აქვს და არც ექნება ადგილი. სამარხები, რომელთა უკანონოდ გადათხრა და ლეშის ამოყრა მოხდა, ეკუთვნის შპს „ჰერმესს“. აღნიშნულ სამარხებში იმ ცხოველთა ლეშიცაა, რომლებიც იმავე ე.წ. ცხოველთა დამცველებმა გორის თავშესაფრიდან წამოიყვანეს, ნაწილი დაიხოცა და შემდეგ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართეს დასამარხად
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლების წინააღმდეგ მუქარა მიმდინარეობს, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება - თბილისის მერია
თბილისის მერია: არანაირ კანონდარღვევას ცხოველთა მიმართ არ აქვს და არც ექნება ადგილი. სამარხები, რომელთა უკანონოდ გადათხრა და ლეშის ამოყრა მოხდა, ეკუთვნის შპს „ჰერმესს“. აღნიშნულ სამარხებში იმ ცხოველთა ლეშიცაა, რომლებიც იმავე ე.წ. ცხოველთა დამცველებმა გორის თავშესაფრიდან წამოიყვანეს, ნაწილი დაიხოცა და შემდეგ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართეს დასამარხად
„ცხოველთა დამცველებს პასუხისგება მოუწევთ“ – „ოცნების“ მერია სამართალდამცველებს მიმართავს
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
სამარხების სკანდალი - მერია ცხოველთა დამცველების წინააღმდეგ სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს
“ვმარხავთ ღამით, რადგან დღისით არაერთი ლეში შემოდის სააგენტოში…” – თბილისის მერია
ციტატები სტატიიდან
„რამდენიმე დღეა არ ცხრება მუქარის შემცველი მოწოდებები და ბულინგი მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მისამართით, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიან მოვალეობას და ემსახურებიან დედაქალაქს“
„მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება“
„ადამიანთა ჯგუფს, - რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი, ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც თავად მიუსაფარ ცხოველებს, ისე თბილისის მოსახლეობას, - აუცილებლად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე“
„იმ რამდენიმე ადამიანის, რომელიც იქ იმყოფებოდა, როგორ შეიძლება სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? ყველაზე არ მაქვს საუბარი, თუმცა ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან“
„რა თქმა უნდა, ეს გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი. ზოგადად, ძალიან ბევრი ადამიანის ქმედებები აჩენს ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვებს. სრულიად არაადეკვატური აქტივობით გამოირჩევიან“
„სამარხები, რომელთა უკანონოდ გადათხრა და ლეშის ამოყრა მოხდა, ეკუთვნის შპს „ჰერმესს“ და განკუთვნილია სწორედ ცხოველთა ლეშის დასამარხად“
„ცხოველთა დამარხვა ხდება ღამის საათებში, რადგან დღის განმავლობაში არაერთი ლეში შემოდის სააგენტოში, როგორც ბუნებრივი სიკვდილით, ისე ავტოსაგზაო შემთხვევების გამო დახოცილი პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველების. დღისით ხდება მათი შეკრება და ღამის საათებში დამარხვა“
„რაც შეეხება ე.წ. სქრინს, რომელსაც საგულდაგულოდ ავრცელებენ იმის დასტურად, თითქოს სააგენტო ნამდვილად ხოცავს ცხოველებს, არის მორიგი ტყუილი და ცილისწამება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…