კახა კალაძე: „ტყუილები, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს, თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ნეგატიური მუხტის გაჩენას ემსახურება“
კახა კალაძე „ტვ პირველს“ ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ცნობები ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ მიუსაფარი ცხოველების ხოცვისა თუ ცოცხლად დამარხვის შესახებ მერიის დისკრედიტაციას ემსახურება.

„ტელეკომპანია „პირველმა“ მაყურებელს მორიგი ტყუილი შესთავაზა, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს ან, სულაც, ცოცხლად მარხავს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მისამართით უკვე თვეებია გრძელდება. ტელეეთერით გასული ინფორმაციის კვალდაკვალ, მოქალაქეთა გარკვეულმა ჯგუფებმა ცხოველთა სამარხები გადათხარეს, რითაც საფრთხე შეექმნა გარემოს, გაჩნდა ბიოლოგიური დაბინძურების გავრცელების რისკი და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ადამიანთა ჯანმრთელობა. რასაკვირველია, ეს არის კანონდარღვევა და უკვე დაწყებულია გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
სამართლებრივი რეაგირების გარდა, მე არ ვიცი, ამ წარმოუდგენელ აბსურდს თუ სიგიჟეს რა შეფასება უნდა მივცეთ. ეს არის ბოროტება, რომელსაც სჩადიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე კარგად არიან ჩახედულები ცხოველთა თემებში და თავადაც ხშირად სარგებლობენ ცხოველთა დამარხვის სერვისით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, გასულ წელს ევთანაზიის 145, ხოლო ბუნებრივი სიკვდილის 2 050 შემთხვევა აღირიცხა. ამას დაემატა ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მოკლულ ცხოველთა რიცხვი.
„ხშირია ცხოველთა სიკვდილიანობა როგორც ბუნებრივი, ისე ავტოსაგზაო შემთხვევების გამო. ხშირია ცხოველთა ევთანაზიაც, როდესაც საქმე ეხება სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას.
კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად, ცხოველთა ლეში იმარხება სპეციალურ სამარხში და ეს არავისთვისაა უცხო. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს. ამიტომ დღის განმავლობაში მოძიებული თუ მიტანილი ცხოველთა ლეში იმარხება ღამის საათებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც, მისივე თქმით, აგრესიული ჯგუფების მხრიდან თავდასხმებისა და მუქარის მიუხედავად, ემსახურებიან დედაქალაქს და ზრუნავენ მიუსაფარ ცხოველებზე.
„სპეკულაციები და ტყუილები, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს ან, სულაც, ცოცხლად მარხავს, თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ნეგატიური მუხტის გაჩენას ემსახურება.
მოსახლეობას კი მოვუწოდებ, არ აჰყვეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, დაეყრდენით მხოლოდ ოფიციალურ, გადამოწმებულ წყაროს.
თუ დააკვირდებით, ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურობენ, იმ პოლიტიკური პროცესების თანამონაწილეები არიან, რომლებიც ყოველთვის მარცხდებიან. გამოდიან რაღაც ტყუილებით, სისულელეებით, სიბინძურეებით. ვიცით, როგორ ხდება, საიდან იმართება, ზოგადად, პოლიტიკური აქტივობები, ვინ არიან მათი პატრონები. ყველა ტყუილი, სიცრუე და ცილისწამება განწირულია მარცხისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ტელეკომპანია „პირველმა“ მაყურებელს მორიგი ტყუილი შესთავაზა, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს ან, სულაც, ცოცხლად მარხავს“
„ხშირია ცხოველთა სიკვდილიანობა როგორც ბუნებრივი, ისე ავტოსაგზაო შემთხვევების გამო. ხშირია ცხოველთა ევთანაზიაც, როდესაც საქმე ეხება სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად, ცხოველთა ლეში იმარხება სპეციალურ სამარხში და ეს არავისთვისაა უცხო. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს. ამიტომ დღის განმავლობაში მოძიებული თუ მიტანილი ცხოველთა ლეში იმარხება ღამის საათებში“
„სპეკულაციები და ტყუილები, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს ან, სულაც, ცოცხლად მარხავს, თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ნეგატიური მუხტის გაჩენას ემსახურება. მოსახლეობას კი მოვუწოდებ, არ აჰყვეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, დაეყრდენით მხოლოდ ოფიციალურ, გადამოწმებულ წყაროს. თუ დააკვირდებით, ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურობენ, იმ პოლიტიკური პროცესების თანამონაწილეები არიან, რომლებიც ყოველთვის მარცხდებიან. გამოდიან რაღაც ტყუილებით, სისულელეებით, სიბინძურეებით. ვიცით, როგორ ხდება, საიდან იმართება, ზოგადად, პოლიტიკური აქტივობები, ვინ არიან მათი პატრონები. ყველა ტყუილი, სიცრუე და ცილისწამება განწირულია მარცხისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…