პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამარხების სკანდალი - მერია ცხოველთა დამცველების წინააღმდეგ სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს

თბილისის მერია

თბილისის მერია ცხოველთა დამცველების ნაწილს სამარხების უკანონო გადათხრასა და თანამშრომლების მუქარაში ადანაშაულებს და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს. უწყების მტკიცებით, სამარხები შპს „ჰერმესს“ ეკუთვნის და ცხოველთა მიმართ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ აქვს.

სამარხების სკანდალი - მერია ცხოველთა დამცველების წინააღმდეგ სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს
TV პირველი

თბილისის მერია ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს "სამარხების გათხრაში" ადანასაულებს და შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს მომხდარზე.

კალაძის უწყება ადამიანების ნაწილს, რომლებიც ცხოველების გაუჩინარებაზე საუბრობს, "ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილებს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ ეს ჯგუფი "ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს უწყების თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც თავად მიუსაფარ ცხოველებს, ისე თბილისის მოსახლეობას".

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არანაირ კანონდარღვევას ცხოველთა მიმართ არ აქვს და არც ექნება ადგილი.

განცხადების ავტორების მტკიცებით, "სამარხები, რომელთა უკანონოდ გადათხრა და ლეშის ამოყრა მოხდა, ეკუთვნის შპს „ჰერმესს“ და განკუთვნილია სწორედ ცხოველთა ლეშის დასამარხად".

„გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მუქარას თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლების წინააღმდეგ.

რამდენიმე დღეა არ ცხრება მუქარის შემცველი მოწოდებები და ბულინგი მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მისამართით, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიან მოვალეობას და ემსახურებიან დედაქალაქს.

პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ მონიტორინგის წარმომადგენელთა ფოტოებს, უწოდებენ მათ მკვლელებს, მწამებლებს, ცხოველთა ცოცხლად დამმარხველებს და ემუქრებიან, არა მხოლოდ მათ, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

ე.წ. ცხოველთა დამცველები, რომელთაც არც ცხოველების და მით უმეტეს არც მოქალაქეების უფლებების დაცვასთან რეალურად არაფერი აკავშირებთ, დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით.

გახსოვთ ალბათ, ცხოველთა გადათხრილი სამარხები, ამოყრილი ლეში, ცხოველთა თავშესაფარში შეჭრის მცდელობები და ახლა უკვე პირდაპირი მუქარა იმ ადამიანების ოჯახების მისამართით, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასრულებენ.

ეს არის ხელისშეშლა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, ადამიანთა პირადი მონაცემების დაცვის უგულებელყოფა და მათი ფიზიკური უსაფრთხოების ხელყოფის მცდელობა.

საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, არანაირ კანონდარღვევას ცხოველთა მიმართ არ აქვს და არც ექნება ადგილი. სამარხები, რომელთა უკანონოდ გადათხრა და ლეშის ამოყრა მოხდა, ეკუთვნის შპს „ჰერმესს“ და განკუთვნილია სწორედ ცხოველთა ლეშის დასამარხად.

ცხოველთა დამარხვა ხდება ღამის საათებში, რადგან დღის განმავლობაში არაერთი ლეში შემოდის სააგენტოში, როგორც ბუნებრივი სიკვდილით, ისე ავტოსაგზაო შემთხვევების გამო დახოცილი პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველების. დღისით ხდება მათი შეკრება და ღამის საათებში დამარხვა.

ყველა პროცედურა არის საჯარო და დევს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვებგვერდზე.

აღნიშნულ სამარხებში იმ ცხოველთა ლეშიცაა, რომლებიც იმავე ე.წ. ცხოველთა დამცველებმა გორის თავშესაფრიდან წამოიყვანეს, ნაწილი დაიხოცა და შემდეგ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართეს დასამარხად.

რაც შეეხება ე.წ. სქრინს, რომელსაც საგულდაგულოდ ავრცელებენ იმის დასტურად, თითქოს სააგენტო ნამდვილად ხოცავს ცხოველებს, არის მორიგი ტყუილი და ცილისწამება.

ერთადერთი, რის შემცირებასაც მონიტორინგი მუდმივად ახორციელებს, მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციაა და იგი ხორციელდება სტერილიზაციის გზით.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოთბილისის მერია: არანაირ კანონდარღვევას ცხოველთა მიმართ არ აქვს და არც ექნება ადგილი. სამარხები, რომელთა უკანონოდ გადათხრა და ლეშის ამოყრა მოხდა, ეკუთვნის შპს „ჰერმესს“. აღნიშნულ სამარხებში იმ ცხოველთა ლეშიცაა, რომლებიც იმავე ე.წ. ცხოველთა დამცველებმა გორის თავშესაფრიდან წამოიყვანეს, ნაწილი დაიხოცა და შემდეგ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართეს დასამარხად
  2. რუსთავი 2სამთავრობოცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლების წინააღმდეგ მუქარა მიმდინარეობს, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება - თბილისის მერია
  3. POSTVსამთავრობოთბილისის მერია: არანაირ კანონდარღვევას ცხოველთა მიმართ არ აქვს და არც ექნება ადგილი. სამარხები, რომელთა უკანონოდ გადათხრა და ლეშის ამოყრა მოხდა, ეკუთვნის შპს „ჰერმესს“. აღნიშნულ სამარხებში იმ ცხოველთა ლეშიცაა, რომლებიც იმავე ე.წ. ცხოველთა დამცველებმა გორის თავშესაფრიდან წამოიყვანეს, ნაწილი დაიხოცა და შემდეგ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართეს დასამარხად
  4. ფორმულაოპოზიციური„ცხოველთა დამცველებს პასუხისგება მოუწევთ“ – „ოცნების“ მერია სამართალდამცველებს მიმართავს
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
  6. ალიაოპოზიციური“ვმარხავთ ღამით, რადგან დღისით არაერთი ლეში შემოდის სააგენტოში…” – თბილისის მერია
  7. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმერია ცხოველთა დამცველების წინააღმდეგ სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს უწყების თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც თავად მიუსაფარ ცხოველებს, ისე თბილისის მოსახლეობას“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
“ცხოველთა სამარხების გახსნა უკანონოა” – მერიის განცხადებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები