საქართველო Fitch-ის რეიტინგში - ორგანიზაციის შეფასებით, გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების და მაღალი ენერგეტიკული ფასების მიუხედავად, საქართველოში შენარჩუნებული ეკონომიკური წარმატება ინვესტიციებითა და ექსპორტის მაღალი ზრდით არის განპირობებული
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე დატოვა.
ეკონომიკური პარამეტრების ზრდა, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე და უცვლელი შეფასება BB დონეზე - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ი საქართველოს საკრედიტო რეიტინგს აუმჯობესებს. შეფასების დოკუმენტში წერია, რომ საქართველო განაგრძობს ეკონომიკურ და ფისკალურ მდგრადობას. რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივა საერთაშორისო რეზერვების სწრაფი დაგროვებით, მიმდინარე ანგარიშის დაბალი დეფიციტითა და მაღალი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული. რეიტინგს ასევე აძლიერებს სწორი ფისკალური პოლიტიკა, მთავრობის ზომიერი ვალი და სტაბილური საბანკო სისტემა.
სარეიტინგო კომპანია დოკუმენტში აღნიშნავს, რომ, გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების და მაღალი ენერგეტიკული ფასების მიუხედავად, საქართველოში შენარჩუნებული ეკონომიკური წარმატება ინვესტიციებითა და ექსპორტის მაღალი ზრდით არის განპირობებული. Fitch-ის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს.
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს მხრიდან გამოქვეყნებულ რეიტინგში წერია ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მაღალი ტემპით იზრდება და მიმდინარე წლის სექტემბერში 8 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. აქცენტი კეთდება საქართველოს საგადასახადო ბალანსის გაუმჯობესებაზეც. Fitch-ი დეპოზიტებისა და სესხების დოლარიზაციის დონეების შემცირებაზეც საუბრობს, რაც ძირითადად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგია.
Fitch-ი აქცენტს აკეთებს საშუალოვადიან პერსპექტივაში საგარეო ფაქტორების გაუმჯობესების ტენდენციების შენარჩუნებასა და განვითარებაზე, რაც, საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება რეიტინგის შემდგომი ზრდისთვის.
კომპანიის მხრიდან საქართველოს განახლებული შეფასება 30 ოქტომბრით თარიღდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიასაკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა
Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "პოზიტიურამდე" გაზარდა
საქართველოს ეროვნული ბაკი: Fitch Ratings-ის შეფასებით, საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია
Fitch Ratings: საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია
Fitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა
Fitch Ratings: “საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია”
ეკატერინე მიქაბაძე: Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის აღიარებაა
ვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა "სტაბილურიდან" "პოზიტიურამდე" გააუმჯობესა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს
Fitch Raitings-მა საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა, თუმცა თავად რეიტინგი სამი წელია არ...
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…