ლევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის
Fitch Ratings-მა საქართველოს რეიტინგი „BB“ დონეზე შეინარჩუნა, პერსპექტივა კი „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, რაზეც დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურ ზრდას განაგრძობს და ეს ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება.
„გამორჩეული ვართ ზოგადად, არა მხოლოდ რეგიონში, ევროპაშიც. ეკონომიკური ზრდით, რომელიც ჩვენ გვაქვს, უკვე მეექვსე წელია, ლიდერები ვართ მთლიანად ევროკავშირის მასშტაბით.
მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ასეთი გამოწვევებია, ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო გარემო“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
საკრედიტო-სარეიტინგო კომპანიამ Fitch Ratings-მა, საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB“ დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა - „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…