ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Fitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა

Fitch Ratings-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-დან 7.5%-მდე გაზარდა. სააგენტოს შეფასებით, ქვეყანა ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს, თუმცა 2027–2028 წლებში ტემპის 5%-მდე შენელებაა მოსალოდნელი.

Fitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა
Fitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდაBM.GE

საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა.

სუვერენული რეიტინგის უახლესი შეფასების თანახმად, Fitch წელს 7.5%-იან ზრდას ელის, რომ 1 პროცენტული პუნქტით აღემატება მაისში არსებულ 6.5%-იან პროგნოზს. საგულისხმოა, რომ მაისში სააგენტომ საქართველოს პროგნოზი 5.3%-დან 6.5%-მდე გააუმჯობესა.

"ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს მშპ-ის ზრდა 7.5%-ს მიაღწევს, 2026 წლის პირველი ნახევრის ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით. 2027–2028 წლებში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ტემპის თანდათანობითი შენელება და საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდის პოტენციურ, 5%-იან დონესთან დაახლოება",- წერია შეფასებაში.

სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მიუხედავად გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებისა და მაღალი ენერგეტიკული ფასებისა, ქვეყანა ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც ინვესტიციებითა და ექსპორტის მაღალი ზრდით არის განპირობებული. ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 2023-2025 წლების პერიოდში 8%-ს აღემატებოდა.

30 ოქტომბერს, საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსაკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა
  2. BM.GEოპოზიციურიFitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "პოზიტიურამდე" გაზარდა
  3. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ეროვნული ბაკი: Fitch Ratings-ის შეფასებით, საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია
  4. რუსთავი 2სამთავრობოFitch Ratings: საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია
  5. POSTVსამთავრობოFitch Ratings: “საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია”
  6. რუსთავი 2სამთავრობოეკატერინე მიქაბაძე: Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის აღიარებაა
  7. რუსთავი 2სამთავრობოვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა "სტაბილურიდან" "პოზიტიურამდე" გააუმჯობესა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს
  8. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიFitch Raitings-მა საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა, თუმცა თავად რეიტინგი სამი წელია არ...
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს მშპ-ის ზრდა 7.5%-ს მიაღწევს, 2026 წლის პირველი ნახევრის ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით. 2027–2028 წლებში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ტემპის თანდათანობითი შენელება და საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდის პოტენციურ, 5%-იან დონესთან დაახლოება“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში 7,4%-ით გაიზარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები