პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა ნარჩუნდება - Fitch

Fitch Ratings-ის შეფასებით, საქართველოში შიდაპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ ნარჩუნდება, რაც ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე ახდენს გავლენას და სიტუაციის გამწვავებამ შესაძლოა შეფასების გაუარესება გამოიწვიოს.

საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა ნარჩუნდება - Fitch
BM.GE

საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ი უახლეს შეფასებაში აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა კვლავ ნარჩუნდება. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე ახდენს გავლენას და სიტუაციის იმგვარ გამწვავებას, რაც ეკონომიკურ ზრდაზე ან ფინანსურ სტაბილურობაზე აისახება, პოტენციურად, შეფასების გაუარესება შეიძლება მოჰყვეს.

"2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ შენარჩუნებულია, თუმცა 2026 წლის მაისში ჩვენი ბოლო სარეიტინგო მიმოხილვის შემდეგ საპროტესტო აქციების ინტენსივობა შემცირდა. საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციაა, ხოლო ბოლო წლებში საზოგადოებრივი განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდა, განსაკუთრებით 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. აღნიშნული სისუსტეები აისახება მსოფლიო ბანკის პოლიტიკური სტაბილურობის ინდექსის ძალიან დაბალ მაჩვენებელში. ამჟამად საქართველო სუვერენული რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის 25-ე პროცენტილშია (ანუ ქვეყნების 75%-ს ამ მაჩვენებლით ჩამორჩება). საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2028 წლამდეა გათვალისწინებული",- აღნიშნავს Fitch-ი.

გეოპოლიტიკური რისკების ნაწილში კი ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული მოლაპარაკებებიც არის დასახელებული.

შეგახსენებთ, 2024 წლის ივნისში Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე", ხოლო დეკემბერში, გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, "ნეგატიურამდე" შეამცირა. 2025 წლის მაისის შეფასებაში Fitch-მა შეფასება უცვლელად დატოვა, ხოლო 2025 წლის ნოემბერში პერსპექტივა "ნეგატიურიდან" "სტაბილურამდე" გააუმჯობესა.

2026 წლის 30 ოქტომბერს, Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ შენარჩუნებულია, თუმცა 2026 წლის მაისში ჩვენი ბოლო სარეიტინგო მიმოხილვის შემდეგ საპროტესტო აქციების ინტენსივობა შემცირდა. საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციაა, ხოლო ბოლო წლებში საზოგადოებრივი განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდა, განსაკუთრებით 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. აღნიშნული სისუსტეები აისახება მსოფლიო ბანკის პოლიტიკური სტაბილურობის ინდექსის ძალიან დაბალ მაჩვენებელში. ამჟამად საქართველო სუვერენული რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის 25-ე პროცენტილშია (ანუ ქვეყნების 75%-ს ამ მაჩვენებლით ჩამორჩება). საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2028 წლამდეა გათვალისწინებული“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები