ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "პოზიტიურამდე" გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი

სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB“ დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაზარდა. ორგანიზაცია ეკონომიკურ მდგრადობას უსვამს ხაზს, თუმცა რისკებად გაზრდილ შიდაპოლიტიკურ დაძაბულობასა და საგარეო მოწყვლადობას ასახელებს.

Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "პოზიტიურამდე" გაზარდა
Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "პოზიტიურამდე" გაზარდაBM.GE

2026 წლის 30 ოქტომბერს, საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.

ქვეყნის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს ეკონომიკურ და ფისკალურ მდგრადობას. რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივა საერთაშორისო რეზერვების სწრაფი დაგროვებით, მიმდინარე ანგარიშის დაბალი დეფიციტითა და მაღალი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული. საქართველოს რეიტინგს, ასევე, აძლიერებს განხორციელებული გონივრული ფისკალური პოლიტიკა, მთავრობის ზომიერი ვალი და სტაბილური საბანკო სისტემა. Fitch აღნიშნავს, რომ ეს ფაქტორები დაბალანსებულია გაზრდილი პოლიტიკური დაძაბულობით, ფინანსური დოლარიზაციის ჯერ კიდევ შედარებით მაღალი დონით, სახელმწიფო ვალის უცხოური ვალუტის (FC) რისკების მიმართ მაღალი მოწყვლადობით და სხვა ანალოგიურ ქვეყნებთან შედარებით სუსტი საგარეო ფინანსური პოზიციით, რაც მოიცავს შედარებით დაბალ, თუმცა გაუმჯობესებად საგარეო ბუფერებს და წმინდა საგარეო ვალის მაღალ დონეს.

საგარეო ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების კონტექსტში სააგენტო აღნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესების ტენდენცია 2026 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რასაც ხელი შეუწყო ექსპორტის მნიშვნელოვანმა ზრდამ, თუმცა დასძენს, რომ გარკვეული გაურკვევლობა კვლავ არსებობს ექსპორტის მაღალი მაჩვენებლების მდგრადობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ექსპორტის ზრდა ნაწილობრივ განპირობებულია ისეთი სექტორებით, როგორიცაა ავტომობილები, რომელთა წარმოების ბაზაც საქართველოში არ არსებობს, და ნავთობპროდუქტები, რომელთა წარმოებაც მთლიანად იმპორტირებულ ნედლ ნავთობს ეფუძნება.

"ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2027 და 2028 წლებში მშპ-ის დაახლოებით 3.5%-ის ფარგლებში დასტაბილურდება. ეს მაჩვენებელი ანალოგიური ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელზე (მშპ-ის 2.8%) მაღალი იქნება, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩება პანდემიამდელ დონეს.

ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ 2026 წელს წმინდა საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებით 6 პროცენტული პუნქტით შემცირდება და 25.5%-ს მიაღწევს, თუმცა ეს მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად გადააჭარბებს „BB“ რეიტინგის მქონე ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს (11%)",- წერია ანგარიშში.

სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მიუხედავად გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებისა და მაღალი ენერგეტიკული ფასებისა, ქვეყანა ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც ინვესტიციებითა და ექსპორტის მაღალი ზრდით არის განპირობებული. ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 2023-2025 წლების პერიოდში 8%-ს აღემატებოდა. Fitch Ratings მოელის, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა მისი მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირდება.

"ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს მშპ-ის ზრდა 7.5%-ს მიაღწევს, 2026 წლის პირველი ნახევრის ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით. 2027–2028 წლებში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ტემპის თანდათანობითი შენელება და საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდის პოტენციურ, 5%-იან დონესთან დაახლოება",- წერია შეფასებაში.

ასევე, სააგენტო საქართველოს ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს კვლავ გონივრულად და გამჭვირვალედ აფასებს, რასაც თან ახლავს განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები, რაც მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოს უწყობს ხელს. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის მიმართ ბევრად დაბალია, ვიდრე ფისკალური წესით დაშვებული ზღვარი, ხოლო ვალი მშპ-სთან მიმართებით კლებადი ტენდენციით ხასიათდება და საგარეო ვალი მეტწილად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან აღებული კონცესიური სესხებისგან შედგება.

სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მაღალი ტემპით იზრდება და მიმდინარე წლის სექტემბერში 8.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. აღნიშნული შედეგი მეტწილად განპირობებულია ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესებით (კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებით), კაპიტალური შემოდინებების ზრდით, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკითა და ნდობის ამაღლებით. Fitch მიუთითებს, რომ რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, საერთაშორისო რეზერვების მიერ საგარეო გადახდების დაფარვის მიმდინარე მაჩვენებელი კვლავ ოთხ თვეზე ნაკლებია, რაც ანალოგიური ქვეყნების მედიანურ 4.5 თვეს ჩამორჩება.

Fitch Ratings საქართველოს საბანკო სისტემას კარგად კაპიტალიზებულად აფასებს, სადაც შენარჩუნებულია სექტორის მომგებიანობა, აქტივების ხარისხი და გონივრული ზედამხედველობა. ამასთან ხაზგასმულია, რომ დეპოზიტებისა და სესხების დოლარიზაციის დონეები შემცირებით ხასიათდება, რაც ძირითადად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებებით არის განპირობებული.

“ძლიერი ეკონომიკური ზრდა კვლავ დადებითად აისახება საქართველოს საბანკო სექტორის ფინანსურ მაჩვენებლებზე. სექტორი გამოირჩევა მაღალი მომგებიანობით (ROE აგვისტოს მდგომარეობით ROE 23.2% შეადგინა), ძლიერი კაპიტალიზაციით (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 17.6%) და აქტივების მაღალი ხარისხით (უმოქმედო სესხების წილი 2.5%)“, - ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.

სააგენტო რეიტინგზე მოქმედ ფაქტორებს შორის გამოყოფს პოლიტიკურ დაძაბულობასაც.

"2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ შენარჩუნებულია, თუმცა 2026 წლის მაისში ჩვენი ბოლო სარეიტინგო მიმოხილვის შემდეგ საპროტესტო აქციების ინტენსივობა შემცირდა. საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციაა, ხოლო ბოლო წლებში საზოგადოებრივი განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდა, განსაკუთრებით 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. აღნიშნული სისუსტეები აისახება მსოფლიო ბანკის პოლიტიკური სტაბილურობის ინდექსის ძალიან დაბალ მაჩვენებელში. ამჟამად საქართველო სუვერენული რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის 25-ე პროცენტილშია (ანუ ქვეყნების 75%-ს ამ მაჩვენებლით ჩამორჩება). საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2028 წლამდეა გათვალისწინებული",- აღნიშნავს Fitch-ი.

სარეიტინგო სააგენტო ხაზს უსვამს იმასაც, რომ საქართველო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რისკების წინაშე დგას, თუმცა მიმდინარე შოკების გავლენა ჯერჯერობით შეზღუდული იყო.

"ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოზე გავლენა უმნიშვნელო იყო, მიუხედავად ირანთან გეოგრაფიული სიახლოვისა. საქართველოს ენერგორესურსების იმპორტის ძირითადი წყარო მეზობელი აზერბაიჯანია, ხოლო ელექტროენერგია ძირითადად ქვეყნის შიგნით, უმთავრესად ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამოყენებით გამომუშავდება. საქართველო იცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებს. 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეჩერდა",- წერს Fitch გეოპოლიტიკურ რისკებთან დაკავშირებით.

ანგარიშის თანახმად, საშუალოვადიან პერსპექტივაში საგარეო ფაქტორების გაუმჯობესების ტენდენციების მდგრადი შენარჩუნება და შემდგომი გაუმჯობესება, მათ შორის, გაზრდილი საგარეო ბუფერები და მიმდინარე ანგარიშის მცირე დეფიციტი, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

შეგახსენებთ, 2024 წლის ივნისში Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე", ხოლო დეკემბერში, გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, "ნეგატიურამდე" შეამცირა. 2025 წლის მაისის შეფასებაში Fitch-მა შეფასება უცვლელად დატოვა, ხოლო 2025 წლის ნოემბერში პერსპექტივა "ნეგატიურიდან" "სტაბილურამდე" გააუმჯობესა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსაკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ეროვნული ბაკი: Fitch Ratings-ის შეფასებით, საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია
  3. რუსთავი 2სამთავრობოFitch Ratings: საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია
  4. BM.GEოპოზიციურიFitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა
  5. POSTVსამთავრობოFitch Ratings: “საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია”
  6. რუსთავი 2სამთავრობოეკატერინე მიქაბაძე: Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის აღიარებაა
  7. რუსთავი 2სამთავრობოვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა "სტაბილურიდან" "პოზიტიურამდე" გააუმჯობესა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს
  8. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიFitch Raitings-მა საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა, თუმცა თავად რეიტინგი სამი წელია არ...
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
Fitch Raitings-მა საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა, თუმცა თავად რეიტინგი სამი წელია არ...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები