ვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა "სტაბილურიდან" "პოზიტიურამდე" გააუმჯობესა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს
სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, რეიტინგი კი „BB“ დონეზე დატოვა, რაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძის თქმით, სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას ადასტურებს.

„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი უცვლელად „BB“ დონეზე დატოვა. ზოგადად რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, Fitch-ის მიერ საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება ასევე მეტყველებს, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სანდოა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებისთვის, საქართველოს ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობა კი დღითიდღე იზრდება.
„რეიტინგის გაუმჯობესებას ამყარებს ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს მაკროეკონომიკური მიმართულებით. აქვე აღსანიშნავია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, საერთაშორისო რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი და ზოგადად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრადი შემცირება, რაც საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახა რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებაზე“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2023-2025 წლებში ორჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მსგავსი რეიტინგის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.
„Fitch-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2026 წელს ზრდის მიმართულებით დააზუსტა და მიმდინარე წელს 7.5%-იან ზრდას ელოდება. ყოველივე აღნიშნული განპირობებულია საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური ნაბიჯებით. ამ მიმართულებითაც მთავრობა აქტიურ მუშაობას აგრძელებს, რათა მომდევნო თვეებსა და წლებში შენარჩუნებულ იქნას მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიასაკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა
Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "პოზიტიურამდე" გაზარდა
საქართველოს ეროვნული ბაკი: Fitch Ratings-ის შეფასებით, საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია
Fitch Ratings: საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია
Fitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა
Fitch Ratings: “საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია”
ეკატერინე მიქაბაძე: Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის აღიარებაა
Fitch Raitings-მა საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა, თუმცა თავად რეიტინგი სამი წელია არ...
ციტატები სტატიიდან
„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი უცვლელად „BB“ დონეზე დატოვა. ზოგადად რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს“
„რეიტინგის გაუმჯობესებას ამყარებს ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს მაკროეკონომიკური მიმართულებით. აქვე აღსანიშნავია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, საერთაშორისო რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი და ზოგადად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრადი შემცირება, რაც საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახა რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებაზე“
„Fitch-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2026 წელს ზრდის მიმართულებით დააზუსტა და მიმდინარე წელს 7.5%-იან ზრდას ელოდება. ყოველივე აღნიშნული განპირობებულია საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური ნაბიჯებით. ამ მიმართულებითაც მთავრობა აქტიურ მუშაობას აგრძელებს, რათა მომდევნო თვეებსა და წლებში შენარჩუნებულ იქნას მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…