პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირის ლიდერებმა მომავალ შვიდწლიან ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ევროკავშირის ლიდერებმა მომავალ შვიდწლიან ბიუჯეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან დონორ და მიმღებ ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ნარჩუნდება.

ევროკავშირის ლიდერებმა მომავალ შვიდწლიან ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
ინტერპრესნიუსი

ევროკავშირის ლიდერებმა სპეციალურ სამიტზე მომავალი შვიდწლიანი ბიუჯეტის თაობაზე მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა ვერ შეძლეს.

“ევრონიუსი” წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები კვლავ მყარად დგანან საკუთარ ეროვნულ პოზიციებზე და ორ ძირითად ბანაკს შორის კომპრომისის მიღწევის მცირე მზაობასაც კი არ ავლენენ. ერთი მხრივ, ე.წ. „მომჭირნე“ ქვეყნები - ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, გერმანია, ნიდერლანდები და შვედეთი - რომლებიც ბიუჯეტში იმაზე მეტს იხდიან, ვიდრე იღებენ, ხარჯების უფრო მკვეთრ შემცირებას და ისეთ პრიორიტეტებზე ხელახალ ფოკუსირებას ითხოვს, როგორიცაა კონკურენტუნარიანობა და თავდაცვა. მეორე მხარეს კი, „კოჰეზიის მეგობართა“ ჯგუფი ბლოკის დაბალშემოსავლიანი რეგიონებისთვის დაფინანსების ამბიციური მოცულობის შენარჩუნებას უჭერს მხარს.

“ინტენსიურად განვიხილეთ ევროკავშირის მომდევნო მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო. უნდა ვაღიაროთ, რომ პოზიციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს მისი სტრუქტურა, ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად განსხვავდება. მოლაპარაკებების ამ ეტაპზე ამაში გასაკვირი არაფერია“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მაღალი დონის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, 17 დეკემბერს განახლდება.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
POLITICO: მერცი ევროკავშირის ბიუჯეტის დაბლოკვით იმუქრება, თუ უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ბულგარეთი უკრაინის 45-მილიარდიანი სესხის ხარჯებს არ გაიზიარებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები