Fitch Ratings: საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია
Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე შეინარჩუნა, პერსპექტივა კი საერთაშორისო რეზერვების რეკორდული ზრდისა და საგარეო პოზიციის გაუმჯობესების გამო „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა.

საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა - "პოზიტიურამდე" გააუმჯობესა.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, პერსპექტივის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია.
როგორც Fitch-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, 2026 წლის სექტემბერში საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს, 8.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ბოლოსთან შედარებით 2 მლრდ აშშ დოლარით მეტია.
სარეიტინგო კომპანია ასევე ხაზს უსვამს, რომ რეზერვების ზრდა სებ-ის პოლიტიკის შედეგია და ამასთან, აღნიშნავს რომ საერთაშორისო რეზერვების ზრდას განაპირობებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, კაპიტალის შემოდინება, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა და ნდობის გაუმჯობესება, რამაც ადგილობრივი რეზიდენტების მხრიდან ლარში დენომინირებულ აქტივებზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია.
Fitch ასევე დადებითად აფასებს საგარეო სექტორში მიმდინარე ტენდენციებს. კომპანიის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენცია 2026 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც ქვეყნის საგარეო მოწყვლადობის შემცირებას უწყობს ხელს.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, პოზიტიურია დედოლარიზაციის ტენდენციები. სარეიტინგო კომპანია ასევე ხაზს უსვამს საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობას.
"ძლიერი ეკონომიკური ზრდა კვლავ დადებითად აისახება საქართველოს საბანკო სექტორის ფინანსურ მაჩვენებლებზე. სექტორი გამოირჩევა მაღალი მომგებიანობით (ROE აგვისტოს მდგომარეობით ROE 23.2% შეადგინა), ძლიერი კაპიტალიზაციით (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 17.6%) და აქტივების მაღალი ხარისხით (უმოქმედო სესხების წილი 2.5%)", - ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.
Fitch პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა ძლიერი შენარჩუნდება და 2026 წელს 7.5%-ს გაუტოლდება, ხოლო 2027-2028 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი ეტაპობრივად შენელდება და საშუალოვადიან პოტენციურ დონეს 5%-ს დაუახლოვდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიასაკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა
Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "პოზიტიურამდე" გაზარდა
საქართველოს ეროვნული ბაკი: Fitch Ratings-ის შეფასებით, საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია
Fitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა
Fitch Ratings: “საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია”
ეკატერინე მიქაბაძე: Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის აღიარებაა
ვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა "სტაბილურიდან" "პოზიტიურამდე" გააუმჯობესა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს
Fitch Raitings-მა საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა, თუმცა თავად რეიტინგი სამი წელია არ...
ციტატები სტატიიდან
„ძლიერი ეკონომიკური ზრდა კვლავ დადებითად აისახება საქართველოს საბანკო სექტორის ფინანსურ მაჩვენებლებზე. სექტორი გამოირჩევა მაღალი მომგებიანობით (ROE აგვისტოს მდგომარეობით ROE 23.2% შეადგინა), ძლიერი კაპიტალიზაციით (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 17.6%) და აქტივების მაღალი ხარისხით (უმოქმედო სესხების წილი 2.5%)“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…