ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკატერინე მიქაბაძე: Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის აღიარებაა

საქართველოს ეროვნული ბანკი

Fitch Ratings-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, რაც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სებ-ის თანმიმდევრული პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური მდგრადობის აღიარებაა.

ეკატერინე მიქაბაძე: Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის აღიარებაა
ეკატერინე მიქაბაძე: Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის აღიარებაარუსთავი 2

„საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე შენარჩუნება, ხოლო პერსპექტივის „პოზიტიურამდე“ გაუმჯობესება ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგრადობისა და ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის მნიშვნელოვანი აღიარებაა. სარეიტინგო კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ ზრდაზე და აღნიშნავს, რომ მათი დაგროვება საქართველოს ეროვნული ბანკის სწორმა პოლიტიკამ განაპირობა. ამასთან, Fitch დადებითად აფასებს ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებას, დედოლარიზაციის ტენდენციასა და საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობას“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა.

Fitch-ის ანგარიშის თანახმად, 2026 წლის სექტემბერში საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 8.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 2 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.

სარეიტინგო კომპანია რეზერვების ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას, კაპიტალის შემოდინებას, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკასა და ნდობის გაუმჯობესებას ასახელებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნდობის ზრდამ ადგილობრივი რეზიდენტების მხრიდან ლარში დენომინირებულ აქტივებზე მოთხოვნის ზრდასაც შეუწყო ხელი.

Fitch დადებითად აფასებს საგარეო სექტორში მიმდინარე ტენდენციებსაც. კომპანიის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენცია 2026 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც ქვეყნის საგარეო მოწყვლადობის შემცირებას უწყობს ხელს.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობას. Fitch-ის შეფასებით, ძლიერი ეკონომიკური ზრდა დადებითად აისახება სექტორის ფინანსურ მაჩვენებლებზე. 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საბანკო სექტორის უკუგება კაპიტალზე (ROE) 23.2%-ს, პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 17.6%-ს, ხოლო უმოქმედო სესხების წილი 2.5%-ს შეადგენდა.

Fitch Ratings-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი შენარჩუნდება და 2026 წელს 7.5%-ს მიაღწევს. 2027-2028 წლებში კი ეკონომიკური ზრდის ტემპი ეტაპობრივად შენელდება და საშუალოვადიან პოტენციურ დონეს – 5%-ს დაუახლოვდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 3
  1. იმედინიუსისამთავრობოსაკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა
  2. BM.GEოპოზიციურიFitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "პოზიტიურამდე" გაზარდა
  3. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ეროვნული ბაკი: Fitch Ratings-ის შეფასებით, საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია
  4. რუსთავი 2სამთავრობოFitch Ratings: საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია
  5. BM.GEოპოზიციურიFitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა
  6. POSTVსამთავრობოFitch Ratings: “საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია”
  7. რუსთავი 2სამთავრობოვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა "სტაბილურიდან" "პოზიტიურამდე" გააუმჯობესა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს
  8. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიFitch Raitings-მა საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა, თუმცა თავად რეიტინგი სამი წელია არ...
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე შენარჩუნება, ხოლო პერსპექტივის „პოზიტიურამდე“ გაუმჯობესება ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგრადობისა და ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის მნიშვნელოვანი აღიარებაა. სარეიტინგო კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ ზრდაზე და აღნიშნავს, რომ მათი დაგროვება საქართველოს ეროვნული ბანკის სწორმა პოლიტიკამ განაპირობა. ამასთან, Fitch დადებითად აფასებს ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებას, დედოლარიზაციის ტენდენციასა და საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობას“
ეკატერინე მიქაბაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ეკატერინე მიქაბაძემ „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ საქართველოს საბანკო სექტორის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები