პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ენერგო-პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ნოემბერს თიანეთის, მცხეთის, დუშეთის მუნიციპალიტეტებისა და სოფელ დიღმის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია დროებით გაეთიშება.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
რუსთავი 2

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ნოემბერს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ომარაულები, ბოჭორმა, ფიჭვიანი; ხოლო 13:00-დან 17:00 საათამდე - სოფლებში მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ყუდრო, დორეულები, ვეძათხევა, საჯინიბო, სიონი და მიმდებარე სოფლებში. – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს

კომპანიის ცნობით, 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს ქ. მცხეთაში გიორგობიანის, არმაზის ქუჩებზე, სოფლებში ძეგვი, მისაქციელი, წილკანი, ნატახტარი, ქვემო ნიჩბისი, ციხედიდის და შიომღვიმის ტერიტორიებზე. 12:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ციხისძირი, ძველი ქანდა, ქანდა, მუხრანი, პატარა ქანდა, ქსანი, წიწამური.

„13:00-დან 16:30 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ჩარგალი, გომეწარი, თხილიანა, გველეთი, ინო, მიგრიაულები, გუდარახი და მიმდებარე სოფლებში; ხოლო 13:40-დან 19:00 საათამდე - სოფლებში ჩინთი, წითელი კლდე, ახალციხე, გურგალველი, ვარცლა, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებში.

15:50-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში დიდგორის, გურამიშვილის, წერეთლის, ბარათაშვილის ქუჩებზე, ჩარგალეთის, წყაროსუბნის და მიმდებარე ტერიტორიაზე, ავჭალა-2-ის დასახლებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები