პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

IMF-ის, WB-ის, EBRD-ის, ADB-ის შემდეგ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკომისიამ გააუმჯობესა

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შემდეგ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკომისიამაც გააუმჯობესა და მოლოდინი 5.5%-დან 7.3%-მდე გაზარდა.

IMF-ის, WB-ის, EBRD-ის, ADB-ის შემდეგ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკომისიამ გააუმჯობესა
იმედინიუსი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), მსოფლიო ბანკის (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) შემდეგ, საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ზრდის მიმართულებით ევროკომისიამ გადახედა.

კერძოდ, 17 ნოემბერს გამოქვეყნებული განახლებული პროგნოზის მიხედვით, ევროკომისიამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 5.5%-დან 7.3%-მდე გაზარდა.

მანამდე, ოქტომბერში გამოქვეყნებული განახლებული პროგნოზების მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-დან 7.2%-მდე, ხოლო მსოფლიო ბანკმა 5.0%-დან 7.0%-მდე გაზარდა.

სექტემბერში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 6.0%-დან 6.5%-მდე, ხოლო აზიის განვითარების ბანკმა 5.5%-დან 6.3%-მდე გააუმჯობესა.

ამრიგად, ხუთივე საერთაშორისო ორგანიზაციის განახლებული პროგნოზი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის 6%-ზე მაღალ ზრდას ითვალისწინებს. ამასთან, ყველაზე მაღალი, 7.3%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკომისიას აქვს.

საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზები:

ევროკომისია | 17 ნოემბერი ზრდა 5.5%-დან 7.3%-მდე;

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) | ოქტომბერი ზრდა 6.5%-დან 7.2%-მდე;

მსოფლიო ბანკი (WB) | ოქტომბერი ზრდა 5.0%-დან 7.0%-მდე;

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) | სექტემბერი ზრდა 6.0%-დან 6.5%-მდე;

აზიის განვითარების ბანკი (ADB) | სექტემბერი ზრდა 5.5%-დან 6.3%-მდე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. POSTVსამთავრობოევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 7.3%-მდე გაზარდა
  2. პირველი არხისამთავრობოევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.3%-მდე გაზარდა
  3. რუსთავი 2სამთავრობოევროკომისია: საქართველოში ინფლაციის ზრდა ძირითადად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ენერგორესურსებზე მსოფლიო ფასების მკვეთრმა მატებამ განაპირობა
  4. იმედინიუსისამთავრობოევროკომისია: საქართველოში ინფლაციის ზრდა ძირითადად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ენერგორესურსებზე მსოფლიო ფასების მკვეთრმა მატებამ განაპირობა
  5. POSTVსამთავრობოევროკომისია: საქართველოში ინფლაციის ზრდა ძირითადად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ენერგორესურსებზე მსოფლიო ფასების მკვეთრმა მატებამ განაპირობა
  6. იმედინიუსისამთავრობოვახტანგ ცინცაძე: ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვნად, 7.3%-მდეა გაუმჯობესებული საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც საქართველოს მთავრობის სწორი, თანმიმდევრული და მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის აღიარებაა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – ევროკომისიამ საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, აქედან არის მარტივი დასკვნა, რაც უფრო გაგვაკრიტიკებს ბრიუსელი, ესე იგი, სწორად ვიქცევით და ჩვენი ხალხი მოგებაში იქნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები