საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5-დან 7.2 პროცენტამდე გაზარდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5-დან 7.2 პროცენტამდე გაზარდა. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველო აღნიშნული მაჩვენებლით რეგიონის სხვა ქვეყნებს საგრძნობლად უსწრებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 7.2 პროცენტამდე გააუმჯობესა.
ბოლო მიმოხილვის მიხედვით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 6.5 პროცენტი იყო.
რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, IMF-ის ანგარიში ეკონომიკური ზრდის კუთხით ასე გამოიყურება: სომხეთი – 5.5%; აზერბაიჯანი – 1.7%; ყაზახეთი – 4.4%; თურქეთი – 2.7%; უკრაინა – 1.0%; რუსეთი – 0.9%.
ცნობისთვის, ბოლო ერთ თვეში ოთხმა უმსხვილესმა და ავტორიტეტულმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), მსოფლიო ბანკი (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.