სექტემბერში ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა
საქსტატის ცნობით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპმა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6% შეადგინა, მესამე კვარტალში კი ზრდის ტემპი 6.8%-მდე შემცირდა.

ეკონომიკური ზრდის ტემპი სექტემბერში, წინ წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6% შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
თვიურ ჭრილში, 2026 წლის სექტემბრის მშპ-ის ზრდის ტემპი 2025 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალია. 6.8%-მდეა შემცირებული ზრდის ტემპი მესამე კვარტალშიც.

საქსტატის ცნობით, სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მშენებლობამ, ინფორმაცია და კომუნიკაციამ, სამთომოპოვებითმა მრეწველობამ, ვაჭრობამ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა შეიტანა მნიშვნელოვანი როლი. დამამუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში კი კლების ტენდენცია დაფიქსირდა.
სექტემბერში ექსპორტი 19.6%-ით, იმპორტი 5.3%-ით და საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 9.2%-ით გაიზარდა. პარალელურად 5.6%-მდე გაიზარდა სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპიც (ინფლაცია).
მონაცემები იმის შესახებ ჩაშლილად, რომელ სექტორში რა მოცულობის ზრდა ან კლება დაფიქსირდა მესამე კვარტალში, დეკემბერში გამოქვეყნდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიასექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, 9 თვეში ჯამურად 7.4%-ით | საქსტატი
რამ განაპირობა სექტემბერში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება
2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6% შეადგინა - საქსტატი
“საქსტატი”: “2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6% შეადგინა”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…