აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა, რვა თვეში ჯამურად 7.6%-ით - საქსტატი
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აგვისტოში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტია. აგვისტოში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 12.1%-ით გაიზარდა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის თანახმად, აგვისტოს განმავლობაში საქართველოს კერძო ბიზნესის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 16.85 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 12.1%-ით არის გაზრდილი.
ეკონომიკის სექტორებიდან ზრდა დაფიქსირდა ფაქტობრივად ყველა მიმართულებით, გარდა მშენებლობის დარგისა.
"2026 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში", - ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიასაქსტატის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა აგვისტოშიც ფიქსირდება
ეკონომიკის სექტორებს შორის აგვისტოში კლება მხოლოდ მშენებლობაში დაფიქსირდა - საქსტატი
აგვისტოში ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა
2026 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.3%-ი შეადგინა, ხოლო პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა - საქსტატი
ნავთობპროდუქტების წარმოება, სესხის პროცენტის ზრდა... - რამ განაპირობა აგვისტოში ეკონომიკის 6.3%-იანი ზრდა?
საქართველოს ეკონომიკა ზრდის სტაბილურ დინამიკას აჩვენებს - 2026 წლის აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა
2026 წლის აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოს ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…