2026 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.3%-ი შეადგინა, ხოლო პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა.

2026 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.3%-ი შეადგინა, ხოლო პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.
"2026 წლის აგვისტოში, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 6.3%-იანი ზრდა. აქედან გამომდინარე, რეალური ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 8 თვის გახლავთ 7.6%-ი. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა, ეს გახლავთ დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების სექტორი, ასევე ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. როგორც მოგეხსენებათ, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, ექსპორტის მოცულობა გაიზარდა დაახლოებით 24.7%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 0.3%-ით", - განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიააგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა, რვა თვეში ჯამურად 7.6%-ით - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა აგვისტოშიც ფიქსირდება
ეკონომიკის სექტორებს შორის აგვისტოში კლება მხოლოდ მშენებლობაში დაფიქსირდა - საქსტატი
აგვისტოში ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა
ნავთობპროდუქტების წარმოება, სესხის პროცენტის ზრდა... - რამ განაპირობა აგვისტოში ეკონომიკის 6.3%-იანი ზრდა?
საქართველოს ეკონომიკა ზრდის სტაბილურ დინამიკას აჩვენებს - 2026 წლის აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა
2026 წლის აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოს ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…