2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6% შეადგინა - საქსტატი
საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6% შეადგინა, ხოლო 9 თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4%-ით განისაზღვრა. გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ზრდაში მთავარი წვლილი მშენებლობამ, ვაჭრობამ, საფინანსო და საინფორმაციო-საკომუნიკაციო სექტორებმა შეიტანა.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, პირველი 9 თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4 პროცენტით განისაზღვრა.
"ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა, ეს გახლავთ მშენებლობა, ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი, ასევე, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი და სამთო-მოპოვებითი მრეწველობა.
წინასწარი მონაცემებით, საკონტროლო ექსპორტი გაზრდილია დაახლოებით 4%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 15,3%-ით. ქვეყანაში გასულ თვეში დარეგისტრირდა და დაახლოებით 8 400-მდე ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 32%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ზრდა ძირითადად ადგილობრივი ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაციაზე მოდის," - განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიასექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, 9 თვეში ჯამურად 7.4%-ით | საქსტატი
რამ განაპირობა სექტემბერში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება
სექტემბერში ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა
“საქსტატი”: “2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6% შეადგინა”
ციტატები სტატიიდან
„ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა, ეს გახლავთ მშენებლობა, ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი, ასევე, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი და სამთო-მოპოვებითი მრეწველობა. წინასწარი მონაცემებით, საკონტროლო ექსპორტი გაზრდილია დაახლოებით 4%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 15,3%-ით. ქვეყანაში გასულ თვეში დარეგისტრირდა და დაახლოებით 8 400-მდე ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 32%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ზრდა ძირითადად ადგილობრივი ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაციაზე მოდის,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…