სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, 9 თვეში ჯამურად 7.4%-ით | საქსტატი
საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში რეალური მშპ 6%-ით გაიზარდა, 9 თვის საშუალო მაჩვენებელმა კი 7.4%-ს მიაღწია. ამასთან, კერძო სექტორის ბრუნვა წლიურად 13.5%-ით გაიზარდა და 17.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის თანახმად, სექტემბერში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 17.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 13.5%-ით არის გაზრდილი. კონკრეტული სექტორებიდან მატება ფიქსირდება ყველა მიმართულებით გარდა დამმუშავებელი მრეწველობისა და ადმინისტრაციული მომსახურებების სექტორისა.
"2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში,"- წერს საქსტატი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიარამ განაპირობა სექტემბერში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება
2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6% შეადგინა - საქსტატი
სექტემბერში ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა
“საქსტატი”: “2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6% შეადგინა”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…