“საქსტატი”: “2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6% შეადგინა”
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, რეალური მშპ-ის ზრდამ 6% შეადგინა, ხოლო პირველი 9 თვის საშუალო მაჩვენებელმა 7.4%-ს მიაღწია. გოგიტა თოდრაძის ცნობით, ახალი საწარმოების რეგისტრაცია 32%-ით გაიზარდა, იმპორტმა კი 15,3%-ით მოიმატა.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება:
2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6 პროცენტი შეადგინა.
“საქსტატის” ინფორმაციით, პირველი 9 თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4 პროცენტით განისაზღვრა.
“ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ასევე, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი და სამთო-მოპოვებითი მრეწველობა.
წინასწარი მონაცემებით, საკონტროლო ექსპორტი გაზრდილია, დაახლოებით, 4%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 15,3%-ით.
ქვეყანაში გასულ თვეში დარეგისტრირდა, დაახლოებით, 8 400-მდე ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი, დაახლოებით, 32%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ზრდა, ძირითადად, ადგილობრივი ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაციაზე მოდის”, – განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიასექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, 9 თვეში ჯამურად 7.4%-ით | საქსტატი
რამ განაპირობა სექტემბერში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება
2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6% შეადგინა - საქსტატი
სექტემბერში ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა
ციტატები სტატიიდან
„ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ასევე, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი და სამთო-მოპოვებითი მრეწველობა. წინასწარი მონაცემებით, საკონტროლო ექსპორტი გაზრდილია, დაახლოებით, 4%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 15,3%-ით. ქვეყანაში გასულ თვეში დარეგისტრირდა, დაახლოებით, 8 400-მდე ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი, დაახლოებით, 32%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ზრდა, ძირითადად, ადგილობრივი ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაციაზე მოდის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…