აგვისტოში ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მშპ-ის ზრდის ტემპმა 6.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 8 თვის მაჩვენებელმა 7.6 პროცენტი. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციამ და კომუნიკაციამ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა და სხვა დარგებმა, ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.

აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მშპ-ის ზრდის ტემპმა 6.3% შეადგინა, 8 თვის მაჩვენებელმა – 7.6%. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
უწყების ცნობით აგვისტოში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.
აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაციის განაკვეთი), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6%-ით, სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი კი 5.8%-ით გაიზარდა.
8 თვეში ექსპორტი ჯამურად 22%-ით $5.4 მლრდ-მდე, იმპორტი 3.4%-ით $12.5 მლრდ-მდე და საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 8.4%-ით $17.9 მლრდ-მდე გაიზარდა.
აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 35%-ით 6261-მდე ხოლო დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 12%-ით ₾16.9 მლრდ-მდე გაიზარდა.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიააგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა, რვა თვეში ჯამურად 7.6%-ით - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა აგვისტოშიც ფიქსირდება
ეკონომიკის სექტორებს შორის აგვისტოში კლება მხოლოდ მშენებლობაში დაფიქსირდა - საქსტატი
2026 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.3%-ი შეადგინა, ხოლო პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა - საქსტატი
ნავთობპროდუქტების წარმოება, სესხის პროცენტის ზრდა... - რამ განაპირობა აგვისტოში ეკონომიკის 6.3%-იანი ზრდა?
საქართველოს ეკონომიკა ზრდის სტაბილურ დინამიკას აჩვენებს - 2026 წლის აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა
2026 წლის აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოს ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…