ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - რაც შესაძლებელი იყო, შიდა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ - კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას და ისიც მისასალმებელია, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და განცხადებით მიმართა პარლამენტს

საქართველოს ეროვნული ბანკისაქართველოს პარლამენტი

ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით პროკურატურას დროულად მიმართა და მისი გადადგომის გადაწყვეტილება მისასალმებელია. პროკურატურამ ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო.

ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - რაც შესაძლებელი იყო, შიდა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ - კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას და ისიც მისასალმებელია, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და განცხადებით მიმართა პარლამენტს
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - რაც შესაძლებელი იყო, შიდა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ - კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას და ისიც მისასალმებელია, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და განცხადებით მიმართა პარლამენტსინტერპრესნიუსი

ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროულად მივმართეთ პროკურატურას - ასევე, ისიც მისასალმებელია, რომ ნანა ყეინიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და განცხადებით მიმართა პარლამენტს,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ნანა ყეინიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების შესახებ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, „ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ გაჩნდა კითხვები და ეჭვები“.

„ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შესაძლებელი იყო, შიდა მოკვლევა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ. ნამდვილად ასეა ჩვენი კანონმდებლობა აწყობილი, რომ ბორდის წევრთან მიმართებით თანამშრომლებს არ შეუძლიათ ამ მოკვლევის გაკეთება. ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროულად მივმართეთ პროკურატურას, პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს გამოძიებას და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

ასევე, ისიც მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება, განცხადებით მიმართა პარლამენტს და ჩვენ მანამდე, აცილება მივეცით ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებიდან, რომ ამ კუთხით არ ყოფილიყო დამატებითი კითხვები, სანამ ყველაფერი გაირკვევა. როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს მის განცხადებას გადადგომის შესახებ“,- აღნიშნა თურნავამ.

ინფორმაციისთვის, ნანა ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა.

აღნიშნულს წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო. პროკურატურის ცნობით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო.

„შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას”,- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ამასთან, პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა, გამოძიების დასრულებამდე, ნანა ყეინიშვილის აცილების გადაწყვეტილება მიიღო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 4
  1. BM.GEოპოზიციურისამწუხარო ფაქტია... კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას - ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე
  2. BM.GEოპოზიციური"მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება" - თურნავა ყეინიშვილი გადადგომაზე
  3. ალიაოპოზიციურიკარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას – ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე
  4. პირველი არხისამთავრობონათია თურნავა აცხადებს, რომ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოძიებას აწარმოებს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი
  5. TV პირველიოპოზიციურინათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე პირველ კომენტარს აკეთებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ გაჩნდა კითხვები და ეჭვები“
ნათია თურნავა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოძიებას აწარმოებს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები