სებ: უახლოეს სხდომაზე განვიხილავთ ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს
საქართველოს ეროვნული ბანკი პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში უახლოეს სხდომაზე განიხილავს საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს. პროკურატურამ გამოძიება მოხელის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო შპს "ბიტექსჩეინჯის" განცხადების საფუძველზე.

ეროვნული ბანკის განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, უახლოეს სხდომაზე განიხილავენ ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს. სებ-ი აღნიშნავს, რომ გაეცნენ შპს ბიტექსჩეინჯის წარმომადგენლების წერილებს და "შესაბამისი პირველადი შიდა შესწავლა" საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატარეს.
"თუმცა, ვინაიდან წერილში აღნიშნული ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს, მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გარემოებების ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტება დროულად დადგინდება.
ამასთან, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ვიდრე საკითხის გარშემო არ დადგება სრული სიცხადე, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან.
რაც შეეხება თავად ვირტუალური აქტივების პროვაიდერ შპს ბიტექსჩეინჯს, გაცნობებთ, რომ აღნიშნული სუბიექტი დაჯარიმებულია ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის მისი გეგმიური შემოწმების შედეგად”, - წერს ეროვნული ბანკი.
პროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს "ბიტექსჩეინჯის" ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
"შპს ბიტექსჩეინჯის ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.
გასათვალისწინებელია, რომ "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არა აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი.
ამდენად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის გარემოებების შესწავლა და გამოძიების შედეგების შესახებ, საზოგადოებას ეცნობება დამატებით" - წერს პროკურატურა.
ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 2023 წლის სექტემბერში აირჩიეს. ის 2012-2016 წლებში ქართული ოცნების დეპუტატი იყო და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.
სებ-ის საბჭოში ხილ-ბოსტნეულის შენახვის ტექნოლოგი აირჩიეს, ის პრეზიდენტის წარდგენილია
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
20 სტატიაპროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის "უკანონო სამეწარმეო საქმიანობის" შესწავლა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე, პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიების დაწყების გამო, სებ-ი საბჭოს სხდომებზე მისი დროებითი აცილების საკითხს განიხილავს - განცხადება
რას წარმოადგენს კომპანია Bitxchange, რომელმაც ნანა ყეინიშვილს პროკურატურაში უჩივლა?
სებ-ი „ბიტექსჩეინჯის“ საქმეზე: ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს, მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს - გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან
რა ქონებას ფლობს სებ-ის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი, რომლის საქმიანობის შესწავლა პროკურატურამ დაიწყო
პროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - საუბარია ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობაზე
„ქრონიკამ“ მოიპოვა ჩანაწერი, სადაც ნანა ყეინიშვილი წილებზე ვაჭრობს
პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიმართ გამოძიება დაიწყო
შესაბამისი უწყებები იქნებიან დაკავებული ამ საკითხით - კობახიძე ნანა ყეინიშვილის საქმიანობის გამოძიებაზე
ახალი გამოძიება ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ - რას ამბობს ირაკლი კობახიძე
შეიძლება ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრის ადგილის გამოთავისუფლება უნდათ ვიღაცისთვის - გოცირიძე ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიებაზე
ვის აქვს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლება - კანონი
"რადიო თავისუფლება": ნანა ყეინიშვილის შესაძლო კანონდარღვევების შესახებ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე თვეა იცოდა
ეროვნული ბანკი საბჭოს სხდომებიდან ყეინიშვილის დროებით აცილებას განიხილავს
ნანა ყეინიშვილი, ₾572-მილიონიანი ჯარიმა და BitXchange-ი - ყველაფერი, რაც დღეს გავიგეთ
ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე დაწყებული გამოძიება - პროკურატურა ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობას სწავლობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…