ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე პირველ კომენტარს აკეთებს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ნანა ყეინიშვილის გადადგომასა და გამოძიებაზე განაცხადა, რომ სებ-მა პროკურატურას დროულად მიმართა და საბჭოს სხდომებიდან ყეინიშვილის აცილება მოახდინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ნანა ყეინიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.
როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან თქვა, „ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ გაჩნდა კითხვები და ეჭვები“.
„ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შესაძლებელი იყო, შიდა მოკვლევა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ. ნამდვილად ასეა ჩვენი კანონმდებლობა აწყობილი, რომ ბორდის წევრთან მიმართებით თანამშრომლებს არ შეუძლიათ ამ მოკვლევის გაკეთება. ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროულად მივმართეთ პროკურატურას, პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს გამოძიებას და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
ასევე, ისიც მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება, განცხადებით მიმართა პარლამენტს და ჩვენ მანამდე, აცილება მივეცით ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებიდან, რომ ამ კუთხით არ ყოფილიყო დამატებითი კითხვები, სანამ ყველაფერი გაირკვევა. როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს მის განცხადებას გადადგომის შესახებ“,- აღნიშნა თურნავამ.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნანა ყეინიშვილმა თანამდებობა მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შემდეგ დატოვა. საქმე კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელების განცხადებებს უკავშირდება. „რადიო თავისუფლების“ მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, ეროვნული ბანკის მაღალჩინოსანი კომპანიის წარმომადგენლებს ბიზნესში წილს სთხოვს, სანაცვლოდ კი მფარველობასა და საქმიანობის გაფართოებაში დახმარებას ჰპირდება. ყეინიშვილი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თანამდებობა სახელმწიფოს ინტერესებისა და ეროვნული ბანკის რეპუტაციის დაცვის მიზნით დატოვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიასამწუხარო ფაქტია... კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას - ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე
"მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება" - თურნავა ყეინიშვილი გადადგომაზე
კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას – ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე
ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოძიებას აწარმოებს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - რაც შესაძლებელი იყო, შიდა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ - კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას და ისიც მისასალმებელია, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და განცხადებით მიმართა პარლამენტს
ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე: "სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები... დროულად მივმართეთ პროკურატურას"
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შესაძლებელი იყო, შიდა მოკვლევა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ. ნამდვილად ასეა ჩვენი კანონმდებლობა აწყობილი, რომ ბორდის წევრთან მიმართებით თანამშრომლებს არ შეუძლიათ ამ მოკვლევის გაკეთება. ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროულად მივმართეთ პროკურატურას, პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს გამოძიებას და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ასევე, ისიც მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება, განცხადებით მიმართა პარლამენტს და ჩვენ მანამდე, აცილება მივეცით ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებიდან, რომ ამ კუთხით არ ყოფილიყო დამატებითი კითხვები, სანამ ყველაფერი გაირკვევა. როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს მის განცხადებას გადადგომის შესახებ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…