ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოძიებას აწარმოებს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი

საქართველოს ეროვნული ბანკისაქართველოს პარლამენტისაქართველოს პროკურატურა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას განცხადებით, ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, თავად ყეინიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება კი მისასალმებელია. გამოძიება სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოძიებას აწარმოებს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი
ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოძიებას აწარმოებს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხიპირველი არხი

მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ და განცხადებით მიმართა პარლამენტს, როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს მის განცხადებას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეზე პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოძიებას აწარმოებს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ გაჩნდა ეს კითხვები და ეჭვები. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შესაძლებელი იყო შიდა მოკვლევა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ. ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ბორდის წევრთან მიმართებით თანამშრომლებს შეუძლიათ ამ მოკვლევის გაკეთება.

თუმცა, ძალიან კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას. პროკურატურა თავის კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ასევე ისიც მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ და განცხადებით მიმართა პარლამენტს. ჩვენ მანამდე სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებიდან აცილება გავაკეთეთ, რათა ამ კუთხით არ ყოფილიყო დამატებითი კითხვები. როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს მის განცხადებას გადადგომის შესახებ“, – განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ 9 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ, ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო. მოგვიანებით ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურისამწუხარო ფაქტია... კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას - ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე
  2. BM.GEოპოზიციური"მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება" - თურნავა ყეინიშვილი გადადგომაზე
  3. ალიაოპოზიციურიკარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას – ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურინათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - რაც შესაძლებელი იყო, შიდა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ - კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას და ისიც მისასალმებელია, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და განცხადებით მიმართა პარლამენტს
  5. TV პირველიოპოზიციურინათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე პირველ კომენტარს აკეთებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ გაჩნდა ეს კითხვები და ეჭვები. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შესაძლებელი იყო შიდა მოკვლევა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ. ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ბორდის წევრთან მიმართებით თანამშრომლებს შეუძლიათ ამ მოკვლევის გაკეთება. თუმცა, ძალიან კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას. პროკურატურა თავის კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ასევე ისიც მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ და განცხადებით მიმართა პარლამენტს. ჩვენ მანამდე სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებიდან აცილება გავაკეთეთ, რათა ამ კუთხით არ ყოფილიყო დამატებითი კითხვები. როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს მის განცხადებას გადადგომის შესახებ“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - რაც შესაძლებელი იყო, შიდა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ - კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას და ისიც მისასალმებელია, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და განცხადებით მიმართა პარლამენტსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები