“ადამიანმა თავი არ უნდა ჩაიყენო ასეთ მდგომარეობაში, რომ ბიძინას 7 მონა გაბულინგებდეს” – მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს აკრიტიკებს და ოპოზიციას „ბიძინას დადგმულ ცირკში“ ნებაყოფლობით მონაწილეობასა და მოსამართლეთა წინაშე თავის მართლებაში ადანაშაულებს.

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
მოკლედ რომ აღვწეროთ, რა ხდება ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში:
შემაღლებულზე ზის მანტიაში გახვეული 7 მონა (საიდანაც უმეტესობა, ვიდრე ბიძინას დაემონებოდა, მანამდე ზურაბ ადეიშვილის მონა იყო), მათგან ერთ-ერთს ქვია თავმჯდომარე ანუ მთავარი მონაა და ეს მთავარი მონა აკაჩავებს ოპოზიციას.
ეტყვის: ადექით, ადგებიან, ხმა გაიკმინედეთო, გაიკმინდავენ და ა.შ,, თან შიგადაშიგ ბოდიშებსაც უხდიან, ხოლმე, ამ მთავარ მონას და “ბატონოთი” მიმართავენ. ეს მონაც როლშია შესული და აბრიალებს თვალებს, იპოვა ხალხი ვისაც მიაბულინგებს და გასწორებულშია.
პირადად მე ამ სასამართლო პოეცესებიდან მხოლოდ ეს დამამახსოვრდება: ბიძინას მონის მიერ მიბულინგებული ოპოზიცია.
და თუ ვინმე მეტყვის, აბა რაა უნდა ქნან, თუ არ დაემორჩილებიან, გააგდებს დარბაზიდანო, გეტყვოთ, რომ პირველ რიგში ადამიანმა თავი არ უნდა ჩაიყენო ასეთ მდგომარეობაში, რომ მონა გაბულინგებდეს. ბიძინას დადგმულ ცირკში მონაწილოებას არ უნდა დათანხმდე. ისე როგორც არ დათანხმდნენ, მაგალითად “ფედერალისტები.”
როცა ეს სხდომები იწყებოდა, მაშინაც ვიკითხე, რატომ იღებდა ოპოზიცია ამ ცირკში მონაწილოებას და ნათელი პასუხი ვერ მივიღე. სტრასბურგისთვისაა საჭიროო. მაგას დაქირავებული ადვოკატების მონაწილოებაც ეყოფოდა.
წარმოიდგინეთ, ახლა რა მივიღეთ: დასავლეთის დასაშანტაჟებლად ბიძინას ტვინში მოიხარშა მორიგი ცირკის დადგმა, მან თავისი ცირკის კლოუნებს დაავალა სარჩელის დაწერა, ხოლო ცირკის ჯამბაზებს, – მისი განხილვა, შენ კი ამ ყველაფერში შენი ნებით იღებ მონაწილეობას ანუ საკუთარი სურვილით ხდები ბიძინას ცირკის მსახიობი. რა გრჯის?
თან გიწევს ჯამბაზების ბულინგის ატანა და კლოუნების კითხვბზე მორჩილად პასუხის გაცემა. რაც მთავარია და ყველაზე სამწუხაროა, მათ წინაშე თავის მართლება ადრე გაკეთებულ განცხადებებზე.
ცუდი სანახაობაა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…