ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკისაქართველოს პარლამენტისაქართველოს პროკურატურასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სებ-ის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი, რომლის „უკანონო სამეწარმეო საქმიანობასაც“ პროკურატურა იძიებს, თანამდებობას ოფიციალურად 29 დეკემბრიდან დატოვებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი
ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილიBM.GE

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი თანამდებობიდან ოფიციალურად 2 თვეში გადადგება. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ნანა ყეინიშვილის ოფიციალური წერილი პარლამენტში დღეს, 28 ოქტომბერს დარეგისტრირდა. შესაბამისად, კანონით დადგენილი ორთვიანი ვადის გათვალისწინებით, ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადამდგარად 29 დეკემბრიდან ჩაითვლება.

ნანა ყეინიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 17 ოქტომბერს გააკეთა.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ არის არჩეული, გადადგომა სურს, მან პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით უნდა მიმართოს უფლებამოსილების შეწყვეტამდე სულ მცირე 2 თვით ადრე.

შეგახსენებთ, პროკურატურა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის "უკანონო სამეწარმეო საქმიანობას" სწავლობს. უწყების თანახმად, გამოძიება შპს „ბიტექსჩეინჯის“ (Bitxchange) ხელმძღვანელი პირების განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ნანა ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული ერთ-ერთი საწარმოს წილში შესვლას, რაც, განმცხადებლების მტკიცებით, მის ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას ისახავდა მიზნად. “რადიო თავისუფლების გამოძიების თანახმად, ნანა ყეინიშვილი სთხოვდა წილს "ბიტექსჩეინჯის" მფლობელს, რომელმაც სუსთან შეთანხმებით სებ-ის საბჭოს წევრი ფარულად ჩაწერა და 2024 წელს მასალა სუსს გადაუგზავნა, თუმცა სუსის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ორი წლის შემდეგ, 2026 წელს ეროვნულმა ბანკმა “ბიტექსჩეინჯი” ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით დააჯარიმა.

2026 წლის 10 ოქტომბერს ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი გადაწყვეტილებების შემუშავების/მიღების პროცესს დროებით ჩამოაშორა. ნანა ყეინიშვილმა კი 17 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურისამწუხარო ფაქტია... კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას - ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე
  2. BM.GEოპოზიციური"მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება" - თურნავა ყეინიშვილი გადადგომაზე
  3. ალიაოპოზიციურიკარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას – ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე
  4. პირველი არხისამთავრობონათია თურნავა აცხადებს, რომ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოძიებას აწარმოებს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურინათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - რაც შესაძლებელი იყო, შიდა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ - კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას და ისიც მისასალმებელია, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და განცხადებით მიმართა პარლამენტს
  6. TV პირველიოპოზიციურინათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე პირველ კომენტარს აკეთებს
  7. რადიო თავისუფლებაოპოზიციურინათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე: "სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები... დროულად მივმართეთ პროკურატურას"
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება" - თურნავა ყეინიშვილი გადადგომაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები