ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე: "სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები... დროულად მივმართეთ პროკურატურას"

საქართველოს ეროვნული ბანკისაქართველოს პროკურატურასაქართველოს პარლამენტისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ნანა ყეინიშვილის საქმეზე პროკურატურას დროულად მიმართეს. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ყეინიშვილი კრიპტოკომპანიის წილს ითხოვდა, რასაც 572-მილიონიანი ჯარიმა მოჰყვა; ყეინიშვილი ბრალდებებს უარყოფს და თანამდებობას ტოვებს.

ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე: "სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები... დროულად მივმართეთ პროკურატურას"
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე: "სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები... დროულად მივმართეთ პროკურატურას"რადიო თავისუფლება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, დღეს 28 ოქტომბერს მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების შესახებ ნანა ყეინიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ "ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროულად მივმართეთ პროკურატურას, ასევე, ისიც მისასალმებელია, რომ ნანა ყეინიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და განცხადებით მიმართა პარლამენტს".

რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, ნანა ყეინიშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს ტოვებს.

„ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას“, - წერს ის ფეისბუკზე შაბათ საღამოს, 17 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

ნათია თურნავამ ჟურნალისტის შეკითხვაზე ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი, უპასუხა:

"ძალიან სამწუხარო ფაქტი არის, რომ გაჩნდა ეს კითხვები და ეჭვები. ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რაც შესაძლებელი იყო, შიდა მოკვლევა, დოკუმენტალური მოკვლევა ჩავატარეთ. მაგრამ ნამდვილად ასე არის ჩვენი კანონმდებლობა აწყობილი, რომ ბორდის წევრთან მიმართებით თანამშრომლებს არ შეუძლიათ ამ მოკვლევის გაკეთება. თუმცა, ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროულად მივმართეთ პროკურატურას, პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს გამოძიებას და გაეცემა ყველა კითხვას პასუხი.

ასევე ისიც მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება, განცხადებით მიმართა პარლამენტს და ჩვენ მანამდე, ასე ვთქვათ, აცილება მივეცით ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებიდან, რომ ამ კუთხით არ ყოფილიყო დამატებითი კითხვები, სანამ ყველაფერი გაირკვევა და, როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს ასევე მის განცხადებას გადადგომის შესახებ", - თქვა ნათია თურნავამ.

ამასთან, როგორც დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღეს დარეგისტრირდა, 27 ოქტომბერს შესული ნანა ყეინიშვილის განცხადება პარლამენტისადმი, მისი გადადგომის მოთხოვნის შესახებ და რეგლამენტის თანახმად, რისთვისაც 2-თვიანი ვადაა გათვალისწინებული "ნანა ყეინიშვილი თანამდებობიდან გადამდგარად ჩაითვლება, 2026 წლის 29 დეკემბრიდან".

ყეინიშვილი ბრალდებებს უარყოფს

„კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოვიყენე პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად, რომელიმე კომპანიისთვის უკანონო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირების საქმიანობაზე ზემოქმედებისთვის“, - დაწერა მან 17 ოქტომბერს ფეისბუკზე.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიება

რადიო თავისუფლებამ 2026 წლის 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სათაურით „ბრძოლა კრიპტობიზნესისთვის, ნანა ყეინიშვილის ჩანაწერი და ნახევარმილიარდიანი ჯარიმა“.

გამოძიების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული კრიპტოკომპანიის, „ბიტექსჩეინჯის“, ბიზნესის წილს ითხოვდა. კომპანიის მფლობელმა წილის დათმობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა კომპანია 572 მილიონი ლარით დააჯარიმა.

რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა შესაბამისი აუდიოჩანაწერიც, - რაც „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებელმა დავით ორჯონიკიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით 2024 წლის ივლისში ფარულად ჩაიწერა.

გამოძიებამ ასევე გამოავლინა, რომ ყეინიშვილი და მისი ოჯახის წევრები ფლობენ და მართავენ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ ბიზნესებს, რაც ეროვნული ბანკის მაღალჩინოსნისთვის კანონმდებლობით აკრძალულია.

9 ოქტომბერს გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ნანა ყეინიშვილის უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის ფაქტზე.

იმავე დღეს ეროვნული ბანკის საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ გამოძიების დასრულებამდე ყეინიშვილი აღარ მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.

თავად ყეინიშვილი უარყოფს, რომ კრიპტოკომპანიის დამფუძნებლისგან ბიზნესის წილი მოითხოვა. მისი განცხადებით, „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან კავშირი არ აქვს.

ეროვნულ ბანკსა და სუსს რადიო თავისუფლებამ შეკითხვები 6 ოქტომბერს გაუგზავნა.

9 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა და გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნეს განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, დაწყებულია გამოძიება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის ფაქტზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ გამოაცხადა, რომ ყეინიშვილი აღარ მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტის“, გიორგი ბაჩიაშვილის კომპანია „კრიპტომატი“ გამოეხმაურა კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლის პოზიციებს და განაცხადა, რომ ბრალდება ეროვნული ბანკის მხრიდან მათდამი „ფავორიტიზმზე“ არის „აბსურდული“.

„ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ წარმოთქმული ფავორიტიზმის ბრალდება აბსურდულია და საკუთარი დარღვევების გადაფარვის მახინჯი მცდელობაა“, - წერს „კრიპტომატი“ 14 ოქტომბერს გამოცემა BMG-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურისამწუხარო ფაქტია... კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას - ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე
  2. BM.GEოპოზიციური"მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება" - თურნავა ყეინიშვილი გადადგომაზე
  3. ალიაოპოზიციურიკარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას – ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე
  4. პირველი არხისამთავრობონათია თურნავა აცხადებს, რომ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოძიებას აწარმოებს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურინათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - რაც შესაძლებელი იყო, შიდა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ - კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას და ისიც მისასალმებელია, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და განცხადებით მიმართა პარლამენტს
  6. TV პირველიოპოზიციურინათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე პირველ კომენტარს აკეთებს
  7. BM.GEოპოზიციურინანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროულად მივმართეთ პროკურატურას, ასევე, ისიც მისასალმებელია, რომ ნანა ყეინიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და განცხადებით მიმართა პარლამენტს“
ნათია თურნავა
„ნანა ყეინიშვილი თანამდებობიდან გადამდგარად ჩაითვლება, 2026 წლის 29 დეკემბრიდან“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - რაც შესაძლებელი იყო, შიდა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ - კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას და ისიც მისასალმებელია, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და განცხადებით მიმართა პარლამენტსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები