პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე მეტროს ტენდერიდან 41 მილიონის მითვისების საქმეზე - დაველოდოთ გამოძიებას, დაუსჯელი არავინ დარჩება, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე!

თბილისის მერიასაქართველოს პროკურატურა

მეტროს ვაგონების ტენდერიდან 41 მილიონზე მეტი ლარის მითვისების საქმეზე კახა კალაძე აცხადებს, რომ საქმე ეხება სავარაუდო საბუთების გაყალბებას და დაუსჯელი არავინ დარჩება.

კახა კალაძე მეტროს ტენდერიდან 41 მილიონის მითვისების საქმეზე - დაველოდოთ გამოძიებას, დაუსჯელი არავინ დარჩება, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე!
ინტერპრესნიუსი

ჩვენი შესაბამისი სამსახურების მოკვლევის შედეგად იქნა გადაგზავნილი მასალები შესაბამის უწყებაში, გამოძიება რომ დაწყებულიყო. ჩვენ საქმე გვაქვს სავარაუდო საბუთების გაყალბებასთან. დაველოდოთ გამოძიებას, დაუსჯელი არავინ დარჩება! ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე! - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის ტენდერიდან 41 105 298 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების საქმეზე 4 პირის დაკავებასაც გამოეხმაურა.

ამასთან, მან „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელის, გიორგის შარკოვის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „გიორგი შარკოვი არ არის გამომძიებელი, ან საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი“.

„რაც შეეხება პროცედურას, გამჭვირვალედ იყო განხორციელებული ყველაფერი - გამოცხადებული ტენდერი, ცოტა განსხვავებული და სპეციფიკური საქმიანობაა. არსებული მეტროს ვაგონები არის რუსული წარმოშობის, საბჭოთა კავშირის დროინდელი. ის სარემონტო სამუშაოები, რომელიც ხორციელდებოდა, დეტალები რომლის შეძენა სჭირდებოდა ამ რეაბილიტაციას, მხოლოდ რუსულ ბაზარზე შეიძლებოდა აღნიშნულის ყიდვა და მოძიება.

თუ ვიღაც საბუთებს აყალბებდა საქართველოს გარეთ, მერიის თანამშრომელს როგორ ექნებოდა ინფორმაცია?! გამოძიება დაწყებულია, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 4 პირი, მათ შორის, სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის’' დირექტორი - გელა ძიძიკაშვილი დააკავა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
  2. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – ვაგონების შეკეთების საქმეზე გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
  3. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის ტენდერიდან 41 105 298 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების საქმეზე 4 პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები