ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამწუხარო ფაქტია... კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას - ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე

საქართველოს ეროვნული ბანკისაქართველოს პროკურატურასაქართველოს პარლამენტისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას განცხადებით, სებ-ის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა ჩატარდა და დროულად მიმართეს პროკურატურას. პროკურატურა ყეინიშვილის შესაძლო უკანონო სამეწარმეო საქმიანობას სწავლობს, თავად ყეინიშვილი კი ბრალდებებს უარყოფს და გადადგომას გეგმავს.

სამწუხარო ფაქტია... კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას - ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე
სამწუხარო ფაქტია... კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას - ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზეBM.GE

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს და მომხდარს "სამწუხარო ფაქტს" უწოდებს. როგორც მან მედიასთან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კარგია რომ პროკურატურას დროულად მიმართეს.

კითხვას, ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი, თურნავა ასე პასუხობს: "ძალიან სამწუხარო ფაქტი არის, რომ გაჩნდა ეს კითხვები და ეჭვები. ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რაც შესაძლებელი იყო, შიდა მოკვლევა, დოკუმენტალური მოკვლევა ჩავატარეთ. მაგრამ ნამდვილად ასე არის ჩვენი კანონმდებლობა აწყობილი, რომ ბორდის წევრთან მიმართებით თანამშრომლებს არ შეუძლიათ ამ მოკვლევის გაკეთება. თუმცა, ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროულად მივმართეთ პროკურატურას, პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს გამოძიებას და გაეცემა ყველა კითხვას პასუხი.

ასევე ისიც მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება, განცხადებით მიმართა პარლამენტს და ჩვენ მანამდე, ასე ვთქვათ, აცილება მივეცით ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებიდან, რომ ამ კუთხით არ ყოფილიყო დამატებითი კითხვები, სანამ ყველაფერი გაირკვევა და, როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს ასევე მის განცხადებას გადადგომის შესახებ", - ამბობს ნათია თურნავა.

შეგახსენებთ, პროკურატურა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის "უკანონო სამეწარმეო საქმიანობას" სწავლობს. უწყების თანახმად, გამოძიება შპს „ბიტექსჩეინჯის“ (Bitxchange) ხელმძღვანელი პირების განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ნანა ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული ერთ-ერთი საწარმოს წილში შესვლას, რაც, განმცხადებლების მტკიცებით, მის ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას ისახავდა მიზნად. “რადიო თავისუფლების გამოძიების თანახმად, ნანა ყეინიშვილი სთხოვდა წილს "ბიტექსჩეინჯის" მფლობელს, რომელმაც სუსთან შეთანხმებით სებ-ის საბჭოს წევრი ფარულად ჩაწერა და 2024 წელს მასალა სუსს გადაუგზავნა, თუმცა სუსის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ორი წლის შემდეგ, 2026 წელს ეროვნულმა ბანკმა “ბიტექსჩეინჯი” ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით დააჯარიმა.

2026 წლის 10 ოქტომბერს ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი გადაწყვეტილებების შემუშავების/მიღების პროცესს დროებით ჩამოაშორა. ნანა ყეინიშვილმა კი 17 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციური"მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება" - თურნავა ყეინიშვილი გადადგომაზე
  2. ალიაოპოზიციურიკარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას – ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე
  3. პირველი არხისამთავრობონათია თურნავა აცხადებს, რომ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოძიებას აწარმოებს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურინათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - რაც შესაძლებელი იყო, შიდა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ - კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას და ისიც მისასალმებელია, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და განცხადებით მიმართა პარლამენტს
  5. TV პირველიოპოზიციურინათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე პირველ კომენტარს აკეთებს
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება" - თურნავა ყეინიშვილი გადადგომაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები