ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ჩამოაშორა
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ჩამოაშორა. ეს გადაწყვეტილება ძალაში იქნება პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებამდე. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ყეინიშვილი კრიპტოკომპანიისგან ბიზნესის წილს ითხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი კომპანია დააჯარიმეს.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ 9 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში იქნება გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებამდე და „ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე“.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის განმარტებით, საბჭომ იხელმძღვანელა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლებიც კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის აცილებას ითვალისწინებს.
კერძოდ, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს თანამდებობის პირი, რომელსაც პირადი ინტერესი აქვს, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებაზე.
რადიო თავისუფლების გამოძიება
რადიო თავისუფლება ორი თვეა ამზადებდა ჟურნალისტურ გამოძიებას იმის შესახებ, თუ როგორ ითხოვდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული კრიპტოკომპანიის ბიზნესის წილს. კომპანიის მფლობელმა წილის დათმობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა კომპანია 572 მილიონი ლარით დააჯარიმა.
ჟურნალისტური გამოძიებისას გამოიკვეთა ისიც, რომ ყეინიშვილი და მისი ოჯახის წევრები ფლობენ და მართავენ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ მომგებიან ბიზნესებს, რაც ბანკის მაღალჩინოსნისთვის კანონმდებლობით აკრძალულია.
რადიო თავისუფლებამ ასევე მოიპოვა დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც, ყეინიშვილის შესაძლო კანონდარღვევების შესახებ ინფორმაცია, სულ მცირე, რამდენიმე თვეა, აქვთ ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
ამ უწყებებს რადიო თავისუფლებამ შეკითხვები 6 ოქტომბერს გაუგზავნა. სამი დღის შემდეგ კონკრეტულ კითხვებზე პასუხები არ მიგვიღია.
თუმცა 9 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა და გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნეს განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, დაწყებულია გამოძიება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის ფაქტზე.
რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, ეროვნული ბანკის მაღალჩინოსანი კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლებს ბიზნესის წილს სთხოვს და სანაცვლოდ მფარველობასა და ბიზნესის გაფართოებაში დახმარებას სთავაზობს.
ფარული ჩანაწერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით 2024 წელს გაკეთდა.
„ბიტექსჩეინჯმა“ ჩანაწერი სუსს გადასცა, რასაც ამ დრომდე სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. კომპანიაში კი ეროვნული ბანკი შემოწმებაზე შევიდა და „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონი ლარით დააჯარიმა.
წაიკითხეთ 9 ოქტომბერს გამოქვეყნებული რადიო თავისუფლების ვრცელი საგამოძიებო სტატია, რომელშიც აღწერილია, როგორ სთხოვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნანა ყეინიშვილმა კრიპტომატების მსხვილი კომპანიის მფლობელს ბიზნესის წილი და სანაცვლოდ მფარველობა და გაფართოებაში დახმარება შესთავაზა.
სტატიაში ასევე მოისმენთ სუსთან შეთანხმებით გაკეთებულ ფარულ აუდიოჩანაწერს ეროვნული ბანკის მაღალჩინოსანსა და ბიზნესმენს შორის. ბიზნესმენი საბოლოოდ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
20 სტატიაპროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის "უკანონო სამეწარმეო საქმიანობის" შესწავლა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე, პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიების დაწყების გამო, სებ-ი საბჭოს სხდომებზე მისი დროებითი აცილების საკითხს განიხილავს - განცხადება
რას წარმოადგენს კომპანია Bitxchange, რომელმაც ნანა ყეინიშვილს პროკურატურაში უჩივლა?
სებ-ი „ბიტექსჩეინჯის“ საქმეზე: ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს, მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს - გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან
რა ქონებას ფლობს სებ-ის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი, რომლის საქმიანობის შესწავლა პროკურატურამ დაიწყო
პროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - საუბარია ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობაზე
სებ: უახლოეს სხდომაზე განვიხილავთ ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს
„ქრონიკამ“ მოიპოვა ჩანაწერი, სადაც ნანა ყეინიშვილი წილებზე ვაჭრობს
პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიმართ გამოძიება დაიწყო
შესაბამისი უწყებები იქნებიან დაკავებული ამ საკითხით - კობახიძე ნანა ყეინიშვილის საქმიანობის გამოძიებაზე
ახალი გამოძიება ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ - რას ამბობს ირაკლი კობახიძე
შეიძლება ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრის ადგილის გამოთავისუფლება უნდათ ვიღაცისთვის - გოცირიძე ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიებაზე
ვის აქვს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლება - კანონი
"რადიო თავისუფლება": ნანა ყეინიშვილის შესაძლო კანონდარღვევების შესახებ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე თვეა იცოდა
ეროვნული ბანკი საბჭოს სხდომებიდან ყეინიშვილის დროებით აცილებას განიხილავს
ნანა ყეინიშვილი, ₾572-მილიონიანი ჯარიმა და BitXchange-ი - ყველაფერი, რაც დღეს გავიგეთ
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…