ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფოთში ქმრის მიერ 47 წლის ქალის მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა – ახალი დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ფოთში 47 წლის იდა ყალიჩავას მკვლელობის ბრალდებით მისი მეუღლე, ზაზა კარბაია დააკავეს — ერთ-ერთი ვერსიით, მოტივი ეჭვიანობა გახდა. ადგილობრივების ცნობით, მამაკაცმა მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა და შემდეგ ბინაში ბუნებრივი აირი გაუშვა.

ფოთში ქმრის მიერ 47 წლის ქალის მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა – ახალი დეტალები
ფოთში ქმრის მიერ 47 წლის ქალის მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა – ახალი დეტალებიალია

რა გახდა ფოთში ქმრის მიერ 47 წლის ქალის მკვლელობის მოტივი ცნობილია. ერთ-ერთ ვერსიით, მომხდარის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. ცნობილია დანაშაულში ბრალდებული 50 წლამდე კაცის ვინაობაც – ის ზაზა კარბაიაა. გადაცვლილი ქალი კი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი 47 წლის იდა ყა­ლი­ჩა­ვაა.

ადგილობრივებს ზუსტ მიზეზებზე საუბარი უჭირთ. მეზობლები ოჯახს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მკვლელობის დღეს ხმაური არ გაუგიათ.

ძალიან კარგი, მშრომელი ხალხია. აზრზე არ ვარ, რა დაემართათ. ხმაც არ გაგვიგია… ქორწილი უნდა ჰქონოდათ ახლა, გოგო გაუთხოვდათ, – ამბობს მეზობელი.

ფოთში შუახნის ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მეუღლე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა, სავარაუდოდ, მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა, შემდეგ კი ბინაში ბუნებრივი აირი გაუშვა. ბრალდებული სასწრაფო დახმარების გამოძახების შემდეგ დააკავეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფოთში ქმარმა ცოლი მოკლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები