ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა დუმილი დაარღვია - ფემიციდი ფოთში

საქართველოს პროკურატურა

ფოთში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ზაზა კარბაიას პატიმრობა შეეფარდა; მან სასამართლოზე დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ ჩადენილს ნანობს.

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა დუმილი დაარღვია - ფემიციდი ფოთში
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა დუმილი დაარღვია - ფემიციდი ფოთშიTV პირველი

ფემიციდი ფოთში - ცოლის, 47 წლის ინგა ყა­ლი­ჩა­ვას მკვლელობაში ბრალდებულს, ზაზა კარბაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შოთა ბიჭიამ გამოაცხადა.

როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იუწყება, ბრალდებულმა კაცმა სასამართლოზე დუმილი დაარღვია, ცოლის მკვლელობა აღიარა და დასჭინა, რომ "ჩადენილს ნანობს".

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს შუამდგომლობა არ დაუყენებია, რადგან ბრალდებულის მოთხოვნა იყო მის მიმართ პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, ფოთში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილი მეუღლე [ინგა ყალიჩავა] მოკლა.

პროკურატურის ცნობით, კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ერთ-ერთ ვერსიით, მომხდარის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფოთში ქმრის მიერ 47 წლის ქალის მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა – ახალი დეტალებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები