"კაცმა მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოახდინა" - რა მოხდა ფოთში
ფოთში შუახნის ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი 50 წლამდე მეუღლე დააკავეს. არაოფიციალური ვერსიით, კაცმა მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა, შემდეგ კი ბინაში ბუნებრივი აირი გაუშვა.

"პირველების" ინფორმაციით, ფოთში მკვლელობა მოხდა. მოკლულია შუახნის ქალი, ხოლო მძიმე დანაშაულის ბრალდებით გარდაცვლილის მეუღლე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით 50 წლამდე კაცის დაკავებას ადასტურებენ შსს-შიც. როგორც "პირველებს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109 მუხლით მიმდინარეობს.
ადგილობრივების მონაწყოლის მიხედვით, მკვლელობა გუშინ მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, კაცმა მძინარე ცოლო ბალიშით გაგუდა, შემდეგ კი ბინაში ბუნებრივი აირი გაუშვა.
მამაკაცი ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახების შემდეგ დააკავეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…