ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის, ფოთში დაკავებულ მამაკაცს, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება -პროკურატურა

შინაგან საქმეთა სამინისტროსაქართველოს პროკურატურა

ფოთში ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების თანახმად, მან ქალი ბალიშით გაგუდა.

ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის, ფოთში დაკავებულ მამაკაცს, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება -პროკურატურა
ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის, ფოთში დაკავებულ მამაკაცს, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება -პროკურატურაალია

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, ფოთში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა.

“სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა 47 წლის ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების გამო მოკლა.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. ბათუმელებიოპოზიციურიყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება – ფემიციდი ფოთში
  2. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ, ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
  3. ფორმულაოპოზიციურიფოთში ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა - დაკავებულს ბრალდება წარედგინა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფოთში კაცმა ცოლი მოკლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები