ფოთში კაცმა ცოლი მოკლა
ფოთში კაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა — სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს, გამოძიება კი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ფოთში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა. შემთხვევას წინ ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა მანამდე ოთახში ბუნებრივი აირიც გაუშვა.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს, გამოძიება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დამამძიმებელ გარემოებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ფოთში 47 წლის ქალი, სავარაუდოდ ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა
- TV პირველი"კაცმა მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოახდინა" - რა მოხდა ფოთში
- ნეტგაზეთიფოთში კაცმა ცოლი მოკლა
- ალია“კაცმა მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოახდინა” – რა მოხდა ფოთში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…