პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვინ არის 31 წლის მამაკაცი, ვის ბინაშიც აფეთქება მოხდა?

ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 31 წლის ილია ისაევი სხეულის 87%-იანი დამწვრობით რეანიმაციაშია მოთავსებული.

ვინ არის 31 წლის მამაკაცი, ვის ბინაშიც აფეთქება მოხდა?
ალია

ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ბინაშიც ქვემო ფონიჭალაში აფეთქება მოხდა. როგორც ,,მთავარი ამბები კახეთოსან” წერს, ის 31 წლის ილია ისაევია და თბილისის 127-ე სკოლა დაამთავრა.

კაცი ამჟამად დედასთან ერთად ბათუმში ცხოვრობს და დედაქალაქში ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

შს მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, მან გაზის გამათბობელი ღამით ჩართო და მოგვიანებით გამორთო. დილით კი მისი ანთება სცადა, რასაც, სავარაუდოდ, ოთახში დაგროვილი აირის აფეთქება მოჰყვა.

ისაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშად ფასდება. ის სხეულის 87%-იანი დამწვრობით, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ექიმების თქმით, დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები, მიღებული აქვს თერმულ-ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა.

ადგილობრივები გამოცემასთან ყვებიან, რომ სკოლის პერიოდში მას ტრაილერი შეეჯახა და მძიმედ დაშავდა.

მოგვიანებით კი კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოვარდა. მათივე თქმით, მიღებული მძიმე ტრავმების შედეგად, ისაევს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

ქვემო ფონიჭალაში კორპუსის აფეთქების შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებული ხუთი მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ფოტო – მთავარი ამბები კახეთიდან

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ექიმის ინფორმაციით, კაცს, რომელიც ნანგრევებიდან გამოიყვანეს, სხეულის 87 % -ი აქვს დამწვარი, მდგომარეობა მძიმეაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები